წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016451
10
31/07/2025
ვებგვერდი, 06/08/2025
010250020.35.155.016451
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

 წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 31 ივლისი

ქ. წალკა


 

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა აკრძალულია დანართ №1-ში მითითებულ შენობა-ნაგებობებზე.

2. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებთან დაკავშირებული სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების მიზნით, განისაზღვროს ადგილები სააგიტაციო მასალების  გასაკრავად და გამოსაფენად დანართ №2-ის შესაბამისად.

3. დადგენილების პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით, სააგიტაციო მასალის გამოფენა  დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-­ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.

4. დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივლისის  №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge,   03/08/2021, 010250020.35.155.016363).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი



დანართი №1
შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა

1. რელიგიური და საკულტო ნაგებობები;

2.  კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები;

3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ინტერიერი და ექსტერიერი;

4. სასამართლოს შენობა-ნაგებობა;

5. პოლიციის შენობა-ნაგებობები;

6. საგზაო ნიშნები;

7.  საგანმანათლებლო დაწესებულებები;

8. ბაგა-ბაღები და სხვა აღმზრდელობითი დაწესებულებები;

9.  ბიბლიოთეკები;

10. ა(ა)იპ – წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლა;

11. ა(ა)იპ – წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი;

12. ძეგლები და ბიუსტები;

13. შენობები, სადაც განთავსებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.


დანართი №2
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების გასაკრავად  და გამოსაფენად განსაზღვრული ადგილები

1. ქ. წალკა – კოსტავას ქუჩაზე არსებული ღობეები, ელ. განათების ბოძები და კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერი;

2. სოფ. ტბეთი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები;

3. სოფ. კოხტა – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელი;

4. სოფ. ხარება –   ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;

5. სოფ. ჩრდილისუბანი –რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

6. დაბა თრიალეთი – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები;

7. სოფ. კავთა – ელ. განათების ბოძები;

8. სოფ. დაშბაში – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

9. დაბა ხრამჰესი –  მგზავრთა მოსაცდელი, ელ. განათების ბოძები და სკვერი;

10. დაბა ბედიანი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები;

11. სოფ. ბეშთაშენი – სპორტ დარბაზის შენობა, ყოფილი ყველ–კარაქის ქარხნის შენობა, ელ. განათების ბოძები  და მგზავრთა მოსაცდელი;

12. სოფ. სამადლო – ელ. განათების ბოძები;

13. სოფ. ახალშენი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

14. სოფ. იმერა – მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

15. სოფ. ბარეთი –  რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

16. სოფ. საბეჭისი – ყოფილი კლუბის შენობა, რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

17. სოფ. ლივადი – ელ. განათების ბოძები;

18. სოფ. არ–სარვანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

19. სოფ. ჩოლიანი –  ელ. განათების ბოძები;

20. სოფ. გოდაკლარი –  რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

21. სოფ. თეჯისი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

22. სოფ. წინწყარო – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

23. სოფ. სანთა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

24. სოფ. დარაკოვი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

25. სოფ. საყდრიონი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

26. სოფ. ნარდევანი – ელ. განათების ბოძები;

27. სოფ. აიაზმა – რიტუალების სახლი,  ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები;

28. სოფ. განთიადი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

29. სოფ. სამება – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები;

30. სოფ. კუში –  რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

31. სოფ. არწივანი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

32. სოფ. ბერთა –  მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

33. სოფ. კიზილ–კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

34. სოფ. ოზნი –  რიტუალების სახლი  და ელ. განათების ბოძები;

35. სოფ. ბურნაშეთი – რიტუალების სახლი,  ყოფილი კლუბის შენობა  და ელ. განათების ბოძები;

36. სოფ. ავრანლო – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი  და   ელ. განათების ბოძები;

37. სოფ. გუმბათი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

38. სოფ. აშკალა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

39. სოფ. რეხა –  რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

40. სოფ. ხანდო – რიტუალების სახლი და  ელ. განათების ბოძები;

41. სოფ. ხაჩკოვი – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;

42. სოფ. კაბური – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;

43. სოფ. თამალა–ხარაბა – ელ. განათების ბოძები;

44. სოფ. ჩივთ-კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები.