დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 85-74 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/07/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.016892 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/07/2021 - 21/12/2021)
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში (შემდგომში – წესები) (სსმ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 27/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016295) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის დამტკიცებული წესების:
ა) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,რ) სსზ-1 — განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; დასაშვებია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არაუმეტეს შენობა-ნაგებობის/საპროექტო გადაწყვეტის საერთო ფართობის 25%-ისა, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე კი არაუმეტეს - 90%-ისა.“
,,ს) სსზ-2 – განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არაუმეტეს შენობა-ნაგებობის/საპროექტო გადაწყვეტის საერთო ფართობის 25%-ისა, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე კი არაუმეტეს - 90%-ისა.
ბ) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: მუხლი 161. საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში (სსზ-1; სსზ-2) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით საცხოვრებელი ფუნქციის განთავსებისას მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენების თაობაზე
გ) დანართი N1-ის მე-6 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: · მრავალფუნქციური შენობა (დომინირებულად გამოყოფილია საზოგადოებრივი ფუნქციური სახეობები); · პარკი; · ბაღი; · სკვერი; · ბულვარი; · საბავშვო მოედანი; · საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; · დაწყებითი სკოლა; · საშუალო სკოლა; · საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; · უმაღლესი სასწავლებელი; · პოლიკლინიკა; · ამბულატორია; · აფთიაქი; · სპორტული დარბაზი; · საცურაო აუზი; · კლუბი; · კინოთეატრი; · თეატრი; · საქალაქო ბიბლიოთეკა; · არქივი; · საინფორმაციო ცენტრი; · მუზეუმი; · საგამოფენო დარბაზი; · საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; · სამრეწველო საქონლის მაღაზია; · სასურსათო მაღაზია; · უნივერსალური მაღაზია და სავაჭრი ცენტრი; · ბარი; · კაფე; · რესტორანი; · სწრაფი კვების ობიექტი; · საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა; · საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები; · ბანკის ფილიალი, განყოფილება; · ბანკი; · მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; · ოფისი; · სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია; · სასამართლო; · სანოტარო ბიურო; · სასტუმრო; · ინდივიდუალური ან/და საერთო სარგებლობის ავტოსადგომი.’’
|
მუხლი 2 |
1. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დადგენილი რეგულირება გავრცელდეს ამ ცვლილების ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ ობიექტებისა, სადაც სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით გადამეტებულია განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლები.
2. იმ ობიექტებზე, სადაც აღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები პროცენტულობის გადამეტებისთვის/ ცვლილებისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მიზნით, ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ გავრცელდება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები