„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 19/07/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022914
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
359
15/07/2021
ვებგვერდი, 15/07/2021
470230000.10.003.022914
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/07/2021 - 17/07/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №359

2021 წლის 15 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

9. 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 19 ივლისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი