დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 15/02/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 28/02/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.040.040.12.201.004.656 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2001 - 20/03/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.040.12.201.004.656
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №2
2001 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ
„ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ თანდართული დებულება.
ზ. გაიპარაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ
I. ზოგადი დებულება
1. საქართველოში სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად გრანტების მოსაპოვებელი კონკურსი ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, აგრეთვე მათ კავშირებზე სახელმწიფო ზრუნვის გამოხატულებაა და წარმოადგენს სტიმულირების ფორმას კავშირების წევრთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
2. სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსება – ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით, ფინანსური სახსრების გრანტის წესით გადაცემა, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
II. კონკურსში მონაწილენი
3. სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების მისაღებად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რეესტრში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს.
III. კონკურსის ჩატარების ვადები, წესები და პირობები
4. წარმოდგენილი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს.
5. დეპარტამენტიდან გრანტის წესით მიღებული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პროგრამების პროექტში განსაზღვრული მიზნებისათვის.
6. კონკურსი ტარდება წელიწადში ერთხელ.
IV. სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების წარდგენისა და შერჩევის წესი
7. პროგრამების პროექტების წარდგენის ვადებს აწესებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, დეპარტამენტის სათათბიროსთან ერთად.
8. პროგრამების პროექტში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია პროექტის ავტორთა შესახებ. პრობლემის განსაზღვრა, პროექტის მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, სამუშაო და ხარჯთაღრიცხვა.
9. ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისა და გამოყოფილი სახსრების გათვალისწინებით პროგრამების პროექტებს კონკურსის წესით განიხილავს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბირო.
10. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროგრამების პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე, წყვეტს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბირო.
11. კონკურსზე გამარჯვებულ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისა და პროექტების დაფინანსებას ახორციელებს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. კავშირი მიღებული სახსრების ხარჯვის შესახებ ანგარიშვალდებულია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე.
13. კავშირი ვალდებულია წარუდგინოს მოხსენება სათათბიროს გაწეული მუშაობის შესახებ.
14. სათათბიროს წევრები პრიორიტეტების მიხედვით განიხილავენ კავშირების მიერ განსახორციელებელი პროექტების ანგარიშს და წარუდგენენ სათათბიროს დასკვნებს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები