„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01/167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 040040040.22.055.016054
01/167
09/02/2016
ვებგვერდი, 11/02/2016
040040040.22.055.016054
„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/167

2016 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებით (სსმ III, 2001წ, №18, მუხლი 156) დამტკიცებულ „სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულებაში“ (შემდგომში დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. დებულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. საქართველოში სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებელი კონკურსი ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, აგრეთვე მათ კავშირებზე სახელმწიფო ზრუნვის გამოხატულებაა და წარმოადგენს სტიმულირების ფორმას კავშირების წევრთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

2. სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსება – ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით ფინანსური სახსრების გადაცემა, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“. 

2. დებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან ფინანსური მხარდაჭერისთვის მიღებული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პროგრამების პროექტში განსაზღვრული მიზნებისათვის“. 

3. დებულების მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ზ) პროექტის შესახებ არანაკლებ ერთი სარეკომენდაციო წერილი;“.  

4. დებულებიდან ამოღებულ იქნენ მე-13 და მე-14 პუნქტები.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიტარიელ ხეჩიკაშვილი