„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016406
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
25/06/2021
ვებგვერდი, 29/06/2021
010250020.35.139.016406
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/06/2021 - 27/08/2021)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2021 წლის 25 ივნისი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №11 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 09/03/2018, 010250020.35.139.016269) პირველი მუხლით დამტკიცბულ დანართში და

1. დანართის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას და მოსაკრებლის ამოღებას, გარდა დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიისა;“

2. დანართის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ჟ)  დასახლებული ტერიტორიის დსუფთავების მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა, მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფა (გარდა დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიისა)“;

3. დანართის მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„რ) დასახლებული ტერიტორიის დსუფთავების მოსაკრებლის ამოღების მიზნით, მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ და იურიდიული პირებს უგზავნის/აბარებს შეტყობინებებს/გაფრთხილებებს, ამზადებს ხელშეკრულების პროექტებს, უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის დარიგებას (გარდა დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიისა)“;

4. დანართის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ს) ყოველდღიურად უზრუნველყოფს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების გადამხდელთა მიერ  (გარდა დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიისა) გადახდილი თანხების პროგრამაში – მონაცემთა ბაზაში ასახვას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი