დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილებისათვის შეღავათების დადგენის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/01/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 12/01/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.120.000.11.115.004.592 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/01/2001 - 08/11/2002)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.11.115.004.592
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების
მინისტრის ბრძანება №1
2001 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილებისათვის შეღავათების დადგენის შესახებ
„დევნილთა სოციალური დაცვის გაუმჯობესების მიზნით და ზამთრის პერიოდისათვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 დეკემბრის №764 ბრძანებულების მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს დროებით მიეცეთ შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის უფლება ყველა კატეგორიის მატარებლებზე ტარიფის 50-პროცენტიანი ფასდაკლებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. შეღავათიანი (50 პროცენტიანი) სამგზავრო ბილეთი გაიცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.
3. ბილეთში შეტანილ იქნეს ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი. ვადაგასულ მოწმობაზე ბილეთი არ გაიცემა.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები