დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 3 იანვრის №01 ბრძანებაში “სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილებისათვის შეღავათების დადგენის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/11/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 113, 18/11/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.010.000.11.115.005.560 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.560
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების
მინისტრის ბრძანება №67
2002 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში „სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილებისათვის შეღავათების დადგენის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
„დევნილთა სოციალური დაცვის გაუმჯობესებისა და ზამთრის პერიოდისათვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ,” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 დეკემბრის №764 ბრძანებულების მე-7 პუნქტის გათვალისწინებით და ქვეყანაში არსებული რეალურ ფინანსურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ვბრძანებ:
1. პირველ პუნქტში სიტყვები „ყველა კატეგორიის მატარებელზე” შეიცვალოს სიტყვებით „საგარეუბნო და ადგილობრივი მსვლელობის მატარებლებზე საერთო და პლაცკარტ ვაგონებით.”
2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები