2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე

2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.022813
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
257
02/06/2021
ვებგვერდი, 03/06/2021
120340000.10.003.022813
2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/06/2021 - 08/12/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2021 წლის 2 ივნისი

   ქ. თბილისი

 

2022 − 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შეიქმნას 2022 − 2025  წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე − საბჭოს თავმჯდომარე.

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი − საბჭოს წევრი.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი − საბჭოს წევრი.

4. საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  მინისტრის  მოადგილე გიორგი წოწკოლაური − საბჭოს წევრი.

5. საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის  პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე − საბჭოს წევრი.

6. საქართველოს  იუსტიციის  მინისტრის  მოადგილე ვალერი ლომუაშვილი − საბჭოს წევრი.

7. საქართველოს  განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი − საბჭოს წევრი.

8. საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე ნინო ენუქიძე − საბჭოს წევრი.

9. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე − საბჭოს წევრი.

10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი − საბჭოს წევრი.

11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე − საბჭოს წევრი.

12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი − საბჭოს წევრი.

13. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი − საბჭოს წევრი.

14. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი − საბჭოს წევრი.

15. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კონსულტანტი სიმონ ნოზაძე − საბჭოს წევრი.

მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული „2022 – 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“. 
მუხლი 3
დაევალოს საბჭოს 2022 – 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა 2021 წლის 1 ნოემბრამდე.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



2022 – 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „2022 – 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს 2022 – 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს  (შემდგომში – საბჭო) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2.  საბჭოს ამოცანა და უფლებამოსილება

1. საბჭოს ამოცანაა:

ა) 2022 – 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შექმნის  მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

ბ) 2022 – 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა,  ასევე, საჭიროებისამებრ, მათი განახლება;

გ) 2022 – 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიწვიოს ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.

3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს საბჭოს მოთხოვნა.

მუხლი 3. საბჭოს საქმიანობა

1. საბჭოს  იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

2. საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.

3. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები, იწვევს საბჭოს რიგგარეშე სხდომებს.

4. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს, ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს, ასევე უგზავნის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. სამდივნო ასევე უზრუნველყოფს საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას.

5. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეიძლება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფ(ებ)ი, რომლის/რომელთა შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საბჭო.

6. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.

7. საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

8. საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.

9. საბჭოს წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე.

10. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

11. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს ყველა წევრი და მდივანი.