დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2024 – 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 251 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.10.003.024084 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024 – 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2021, 120340000.10.003.022813) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე − საბჭოს წევრი.“; ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნათია წიქარაძე – საბჭოს წევრი.“. 2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დაევალოს საბჭოს, 2024 – 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა 2023 წლის 1 ოქტომბრამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები