“სამკურნალო საშუალებების რეცეპტის გამოწერისა და მათი გაცემის შესახებ”

  • Word
“სამკურნალო საშუალებების რეცეპტის გამოწერისა და მათი გაცემის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 148/ნ
დოკუმენტის მიმღები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 17/10/2000
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 26/10/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 470.012.004.473
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
148/ნ
17/10/2000
სსმ, 98, 26/10/2000
470.012.004.473
“სამკურნალო საშუალებების რეცეპტის გამოწერისა და მათი გაცემის შესახებ”
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (26/10/2000 - 11/03/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.012.004.473

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №148/ნ

2000 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სამკურნალო საშუალებების რეცეპტის გამოწერისა და მათი გაცემის შესახებ

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) "სამკურნალო საშუალებების გამოწერა-გაცემის ინსტრუქცია" (დანართი №1).

ბ) "ძირითადი სარეცეპტურო შემოკლებები " (დანართი №2).

გ) რეცეპტის ბლანკის ფორმა 3 (დანართი №3).

2.    წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტმა (ა. თომაძე) უზრუნველყოს საჭირო რაოდენობით ფორმა №3 რეცეპტის ბლანკების ცენტრალიზებულად დაბეჭდვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო სამუშაოები.

3.    ნება დაერთოს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს და კერძო პრაქტიკის ექიმებს სამკურნალო საშუალებები გამოწერონ "რეცეპტის ბლანკების ფორმების დამტკიცების შესახებ" ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წლის 14 აგვისტოს №304/ო ბრძანებით დამტკიცებული №3 ფორმის რეცეპტის ბლანკებზე, მათი მარაგის ამოწურვამდე.

4.    გაუქმდეს "რეცეპტის ბლანკების ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წლის 14 აგვისტოს №304/ო ბრძანება.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ა. გამყრელიძეს.

6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ჯორბენაძე

დანართი №1

სამკურნალო საშუალებების გამოწერა-გაცემის ინსტრუქცია

შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების და კერძო პრაქტიკის ექიმი ვალდებულია კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, გასცეს ავადმყოფზე წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად გაფორმებული რეცეპტი.

რეცეპტი გამოიწერება ავადმყოფის ასაკის, წონის, ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური მოქმედების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ, ტიპოგრაფიული წესით ცენტრალიზებულად დაბეჭდილ რეცეპტის ბლანკზე. ბლანკის ასლის გადაღება და მისი გამოყენება აკრძალულია.

 ექიმის დანიშნულება აისახება ავადმყოფის სამედიცინო დოკუმენტებში.

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების დანიშვნისა და გამოწერის წესები, ასევე მათი გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების ფორმები (ფორმა №1 და №2) დამტკიცებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის 465/ო ბრძანებით დამატებით ამისა, ფორმა №2 ბლანკზე გამოიწერება ,,ა"-სიის სამკურნალო საშუალებები და ექსტემპორალურად მოსამზადებელი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ,,ა" სიის პრეპარატებს. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და ,,ა" სიის სამკურნალო საშუალებების გარდა სხვა დანარჩენი რეცეპტით გასაცემი სამკურნალო საშუალებები გამოიწერება ფორმა №3 ბლანკზე. (დანართი №3)

აკრძალულია საქართველოში დაურეგისტრირებელი, აგრეთვე სამედიცინო გამოკვლევებისა და დიაგნოზის დასმის გარეშე სამკურნალო საშუალებების გამოწერა.

რეცეპტი იწერება სამკურნალო საშუალებების გენერიული დასახელებით მელნით, ან ბურთულიანი კალმით, ბლანკის ყველა პუნქტის გარკვევით, მკაფიოდ, შესწორებების გარეშე შევსებით, მოწმდება ექიმის ხელმოწერით, პირადი ბეჭდით და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ბეჭდით "რეცეპტებისათვის". წამლის შემადგენლობა, ფორმა და ექიმის მიმართვა ფარმაცევტისადმი წამლის მომზადების და გაცემის შესახებ იწერება ლათინურ ენაზე. ამ აღნიშვნების ლათინური შემოკლებების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტულ პრაქტიკაში დაშვებული შემოკლებების შესაბამისად. (ბრძანების დანართი №2).

დაუშვებელია მსგავსი დასახელების ინგრედიენტების ისეთი შემოკლებები, რომლებიც სადაოს ხდიან მათი რაობის დადგენას.

"ა" და "ბ" სიის სამკურნალო საშუალებების დასახელება შესაბამისად იწერება რეცეპტის დასაწყისში და შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები. როდესაც ინგრედიენტები გამოიწერება ერთმანეთის მიყოლებით და თანაბარ დოზებში, სავალდებულო არ არის თითოეულ ინგრედიენტს დოზა ცალ-ცალკე მიეწეროს, საკმარისია ბოლო ინგრედიენტის გასწვრივ დაიწეროს ,,ანა" ან შემოკლებით ,,აა" და დოზა.

წამლის მიღების წესი იწერება ქართულ, ან ავადმყოფისათვის გასაგებ ენაზე დოზის, რაოდენობის, მიღების სიხშირის, დროის და ხანგრძლივობის აღნიშვნით. დაუშვებელია ზოგადი აღნიშვნებით შემოფარგვლა, როგორიცაა: "ცნობილია", "შინაგანი", "გარეგანი" და სხვა.

დასაშვებია ერთ ბლანკზე ორი სამკურნალო საშუალების გამოწერა. თუ ავადმყოფი თავადაა რეცეპტის გამომწერი ექიმი, მაშინ ბლანკზე სათანადო ადგილზე მიეთითება ,,პრო აუტორე" (ავტორისათვის) ან ,, პრო მე" (ჩემთვის).

ავადმყოფზე წამლის სასწრაფოდ გაცემის საჭიროების შემთხვევაში რეცეპტის ბლანკის ზედა მარჯვენა ნაწილში კეთდება აღნიშვნა "ციტო" (სწრაფად) ან "სტატიმ" (დაუყოვნებლივ).

რეცეპტის გამოწერისას სითხოვანი ნივთიერებების რაოდენობა აღინიშნება მილილიტრებში, გრამებში ან წვეთებში, ხოლო დანარჩენი ნივთიერებების-გრამებში.

შხამშემცველი და ძლიერმოქმედი ნივთიერებების ("ბ სიის) ისეთი დოზით გამოწერისას, რომელიც აღემატება უმაღლეს ერთჯერად დოზას, ექიმი ვალდებულია ამ ნივთიერებების დოზა აღნიშნოს სიტყვიერად და დაუსვას ძახილის ნიშანი.

ექიმის მიერ შხამშემცველი, ან ძლიერმოქმედი ნივთიერების '("ბ სია) ისეთი დოზით გამოწერისას, რომელიც აღემატება ერთჯერად მიღებას და არ გააჩნია შესაბამისი აღნიშვნა, ფარმაცევტი ვალდებულია გასცეს წამალი დადგენილი უმაღლესი ერთჯერადი დოზის ნახევარი რაოდენობით. თუ რეცეპტში ნარკოტიკული, სპეცკონტროლს დაქვემდებარებული და ძლიერმოქმედი საშუალებები ("ბ სია")' სხვა ინგრედიენტებთან შენარევშია გამოწერილი, იკრძალება მათი გაცემა მომზადებული წამლის შემადგენლობის გარეშე (სუფთა სახით).

აკრძალულია ამბულატორიულ ავადმყოფებზე სანარკოზო საშუალებების და მიორელაქსანტების გამოწერა.

თვალის წვეთებში და მალამოებში დასაშვებია დიონინის გამოწერა 1 გრამამდე იმ შემთხვევაში, თუ რეცეპტზე არის ექიმის აღნიშვნა "სპეციალური დანიშნულებით".

ონკოინკურაბელური ავადმყოფებისათვის რეცეპტის გამოწერის წესი რეგლამენტირებულია "ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტიგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის,გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების 2000 წლის №№32/ო/102 ბრძანებებით.

საძილე საშუალებები, ეფედრინი, ფსევდოეფედრინი სუფთა სახით და შენარევში, კლოფელინი ტაბლეტებში ხანგრძლივი და ქრონიკული ავადმყოფებისათვის გამოიწერება ერთი კურსისათვის, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის მარაგისა.

ასეთ შემთხვევებში რეცეპტზე აღინიშნება "სპეციალური დანიშნულებით" და მოწმდება ექიმის ხელმოწერით და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ბეჭდით "რეცეპტებისათვის".

მზა სამკურნალო საშუალებების და ინდივიდუალური წესით მოსამზადებელი წამლის ქრონიკულ ავადმყოფებზე გამოწერისას ექიმი უფლებამოსილია დაადგინოს რეცეპტის მოქმედების ვადა 1 წლის ხანგძლივობით, გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებებისა.

ასეთი რეცეპტის გამოწერისას ექიმი ვალდებულია გააკეთოს აღნიშვნა „ქრონიკულ-ავადმყოფს", მიუთითოს რეცეპტის მოქმედების ვადა, აფთიაქიდან წამლის გაცემის პერიოდულობა (ყოველკვირა, ყოველთვე და ა.შ) და დაადასტუროს ეს მითითება თავისი ხელმოწერით და პირადი ბეჭდით. ფარმაცევტს უფლება აქვს მრავალჯერადი მოქმედების რეცეპტით ერთდროულად გასცეს ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო საშუალება 3 თვის მარაგის რაოდენობით.

ხანგრძლივი მოქმედების რეცეპტით წამლის გაცემისას რეცეპტი უბრუნდება ავადმყოფს ბლანკის მეორე გვერდზე გაცემული პრეპარატის რაოდენობისა და თარიღის ჩვენებით.

ავადმყოფის განმეორებით მიმართვისას აფთიაქში ითვალისწინებენ წამლის წინა გაცემისას გაკეთებულ აღნიშვნას.

რეცეპტი, რომელიც არ პასუხობს ზემოდჩამოთვლილ თუნდაც ერთ მოთხოვნას, ან შეიცავს შეუთავსებელ სამკურნალო საშუალებებს ჩაითვლება გაუქმებულად.

შესაძლებლობისას აფთიაქის მუშაკი ვალდებულია დაუკავშირდეს რეცეპტის გამომწერ ექიმს, დააზუსტოს პრეპარატის დასახელება, დოზა, ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა, რის შემდეგ გასცემს წამალს ავადმყოფზე, მაგრამ თუ ვერ ხორციელდება დაკავშირება, რეცეპტი ექვემდებარება გაუქმებას.

ყველა არასწორად გამოწერილი რეცეპტი რჩება აფთიაქში, უქმდება შტამპით „რეცეპტი ძალადაკარგულია", რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში. ინფორმაცია მათ შესახებ გადაეცემა შესაბამის სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულების ხელმძღვანელს რეაგირებისათვის.

ფორმა №1 და ფორმა №2-ზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების გაცემა ვეტერინარული სამკურნალო დაწესებულებების რეცეპტებით აკრძალულია.

ფორმა №1-ის რეცეპტი, დღიდან გამოწერისა, მოქმედებს 7 დღის განმავლობაში, ფორმა №2-ისა- 14 დღე, ხოლო ფორმა №3 რეცეპტისა-2 თვე.

დანართი №2

ძირითადი სარეცეპტურო შემოკლებები

შემოკლება

სრული დამწერლობა

თარგმანი

aa

ana

თანაბრად

ac.acid.

acidum

მჟავა

amp.

ampulla

ამპულა

ag.

agua

წყალი

ag. destill.

agua destillala

დისტილირებული წყალი

but.

butyrum

ცხიმი (მყარი)

comp. cps

compositus (a, um)

რთული

D.

Da (Dentur) Detur

გაეცი, გაცემული იქნეს

D.S.

Da, Signa, Detum Signetur

გაეცი და აღნიშნე

D.t.d.

Da (Detur) tales doses

გაეცი აღნიშნული ასეთი დოზებით

dil.

dilutus

განზავებული

divn p. aeg.

divide in partes aeguales

გაყავი თანაბარ ნაწილებად

extr..

exttactum

ექსტრატი, გამონაწვლილი

f.

fiat (fianl)

წარმოიქმნას

gut.

gulla, gullae

წვეთი, წვეთები

inf.

infusum

გამონაცემი

in amp.

in ampulis

ამპულებში

in tabl.

in tabuletis

ტაბლეტებში

lin.

linimentum

ლინიმენტი (თხევადი მალამო)

lig.

figuor

სითხე

M. pil.

massa pilularum

აბების მასა

M.

misce, Miscetur

შეურიე

N.

numero

რიცხვით

ol.

oleum

ცხიმი (თხევადი)

pil.

pilula

პილულები(აბები)

p.aeg.

partes aeguales

თანაბარი ნაწილები

pulv.

pulvis

ფხვნილი

g.s.

guantum satis

რამდენიც საჭიროა (დასჭირდება)

r. rad..

radix

ფესვები

Rp.

Recipe

აიღე

Rep.

Repete, Repetatur

გაიმეორე, განმეორებულ იქნეს

Riz.

Rizoma

ფესურები

S.

Signa, Sgnetur

აღნიშნე, აღნიშნულ იქნეს

sem.

semen

თესლი

simpl.

simplex

მარტივი

sir.

sirupus

სიროფი

sol.

solutio

ხსნარი

supp.

suppositorium

სუპოზიტორიები

tabl.

Tab/u/leta

ტაბლეტი

t.ra tinct.

tinctura

ნაყენი

ung.

unguentum

მალამო

vitr.

vitrum

სინჯარა

pr.praec.

praecipitatus

დალექილი

past.

pasta

პასტა

 

დანართი №3

დაწესებულების შტამპი                                                                           ფორმა 3

 

 

გამოწერის თარიღი ----------------------------

 

ავადმყოფი ------------------------------------------------------

(გვარი, სახელი გარკვევით)

 

ასაკი -------------------------------

 

 

ავადმყოფის მისამართი--------------------------------------------------------------

ან ამბულ. ბარათის #

 

 

ექიმი ---------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი გარკვევით)

 

             Rp:     -------------------------------------------

                                    -------------------------------------------

-------------------------------------------

-------------------------------------------

 S. --------------------------------------------

 --------------------------------------------

 

Rp:      --------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------

 

S. ----------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

ექიმის ხელმოწერა -----------------------------------------------

 

 

 

ექიმის პირადი ბეჭედი

 

 

ბეჭედი რეცეპტებისათვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ექიმის სამახსოვრო

_ რეცეპტში სამკურნალო საშუალება იწერება გენერიული დასახელებით ლათინურ ენაზე მელნით, ან ბურთულიანი კალმით;

_ ერთ ბლანკზე გამოიწერება არაუმეტეს ორი სამკურნალო საშუალება;

_ ნებადართულია მხოლოდ დადგენილი წესით დაშვებული შემოკლებები;

_ წამლის მიღების წესი იწერება ქართულ, ან ავადმყოფისათვის გასაგებ ენაზე;

_ ექიმის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს პირადი ბეჭდით

 

რეცეპტი ვარგისია 2 თვის განმავლობაში