დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 სექტემბრის №95/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.018010 |
|
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 სექტემბრის №95/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 16 მარტის №335-IVმს-Xმპ კანონის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 სექტემბრის №95/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2020, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017954) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების“:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ (შემდგომში – ეროვნულიო სასწავლო გეგმა) I კარით დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებულ პირობებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) დისტანციური სწავლების წარმართვისთვის, ასევე ადგენს დისტანციური სწავლების დროს მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისა და დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინაპირობებს, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და მისი ტერიტორიული ორგანოების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომში – რესურსცენტრი), ასევე, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი იურიდიული პირების უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროცესში.“; ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ასინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, როცა მასწავლებელი და მოსწავლე(ები) ერთდროულად ან სხვადასხვა დროს, მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროცესის შესაბამისად, დამოუკიდებლად სწავლობენ სხვადასხვა დროსა და ადგილას, რეალურ დროში კომუნიკაციის გარეშე, იყენებენ ბეჭდურ და/ან ციფრულ რესურსებს, ან აუდიო და/ან ვიდეო ფაილებს, ან ტელეეთერს; დ) ჰიბრიდული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, დასწრებით სწავლებისა და/ან სინქრონული და/ან ასინქრონული სწავლების რომელიმე ფორმის კომბინაციით;"; გ) მე-3 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ასინქრონულად, რაც გულისხმობს ტელე/ვიდეოგაკვეთილების ან ხელმისაწვდომი სხვა ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების ან/და ბეჭდური რესურსების გამოყენებით სწავლა-სწავლებას;"; გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისტანციური სწავლების მოდელს ირჩევს სკოლა და ათანხმებს შესაბამის რესურსცენტრთან ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული განაცხადის ფორმით. დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელის სასწავლო წლის დაწყებამდე შერჩევის შემთხვევაში, სკოლა წერილობით მიმართავს შესაბამის რესურსცენტრს სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 14 დღისა, ხოლო სასწავლო წლის მიმდინარეობისას, ამ წესით განსაზღვრული გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღისა.“ გ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სკოლის/სკოლების დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონულ სინქრონულ, ასევე ასინქრონულ მოდელზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი რესურსცენტრის შუამდგომლობით იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს."; დ) მე-4 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტის: დ.ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სკოლაში მიმდინარე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობა ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოება;“; დ.ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ცალკეულ საგანში/საგნებში თანამედროვე ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სკოლის სხვა დასაბუთებული მოთხოვნა.“; დ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და/ან მისი შესაბამისი უწყების წერილობითი რეკომენდაცია სკოლის/სკოლების სრულად/ნაწილობრივ დახურვის შესახებ კონკრეტული ვადის მითითებით;“; დ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები საჯარო სკოლისთვის დგინდება სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ან შესაბამისი საჯარო სკოლის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.“; ე) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სხვა გარემოებებით გამოწვეული შეზღუდვების გაუქმება.“; ვ) მე-6 მუხლის: ვ.ა) მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სინქრონული ელექტრონული სწავლების დროს გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი: ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი; ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი; გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი. 4. სინქრონული ელექტრონული სწავლების დროს რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება. 5. სინქრონული ელექტრონული სწავლების დროს რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება. 6. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასინქრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს დისტანციური სწავლების პერიოდისათვის.“; ვ.ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის გამოყენების დროს მოქმედი საათობრივი ბადის პირობებში მასწავლებელს უნარჩუნდება სასკოლო სასწავლო გეგმის საათობრივი ბადის შესაბამისად დადგენილი მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების შესაბამისად გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.“; ზ) მე-5 თავის შემდეგ დაემატოს მე-6 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VI გარდამავალი დებულებები მუხლი 17. გარდამავალი დებულებები „ამ წესის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან, საჯარო სკოლების მიერ სასწავლო პროცესის დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელით წარმართულ პერიოდზე.“. თ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების თანდართული დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი №
1
დისტანციური სწავლების შეთანხმების ფორმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
განაცხადის წარდგენის თარიღი: სკოლის დირექტორი: დანართები: დისტანციური სწავლების კონკრეტულ მოდელზე გადასვლის წინაპირობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
|
|
დოკუმენტის კომენტარები