საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 26/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022670
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
114
19/03/2021
ვებგვერდი, 22/03/2021
040030000.10.003.022670
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/03/2021 - 26/10/2022)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №114

2021 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა  და მეტროლოგიის ეროვნული სააგენ­ტოს (შემდგომში – სააგენტო) ანაზღაურე­ბადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული:

1. „სააგენტოს სტანდარტების დე­პარტამენტის მომსახურების საფასურები“ (დანართი №1).

2. „სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსა­ზ­ღვ­რის წესი“ (დანართი №2).

3. „სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურების ჩამონათვალი“ (დანართი №3).

მუხლი 2
სააგენტოს მეტროლო­გი­ური მომსახურების საფასური ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დანართში მოცემული ფორმულით გამოიანგარიშება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებისათვის საფასუ­რი არ არის განსაზღვრული ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში.
მუხლი 3
ამ დადგენილების დანართ №1-ის ცხრილ 2-ით განსაზღვრული საფასურები არ ვრცელდება სასამართლო ხელისუფლებისათვის ან/და საგამოძიებო ორგანოებისათვის.
მუხლი 4
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის №99 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი