დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 336-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040040000.05.001.020278 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 124) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ახალგაზრდობის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.“. 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10 ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის შედეგად წყვეტს სათათბირო ორგანო, რომელიც სააგენტოს წარდგინების საფუძველზე იქმნება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას უწევს სამინისტრო.“. მუხლი 2 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ, საქართველოს მთავრობის ნაცვლად, განისაზღვროს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. შესაბამისად, უფლებამოსილებას ახალგაზრდობის სფეროში განახორციელებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. [ 1. (ამოღებულია - 30.11.2023, №3824). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)] 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3824 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 16 მარტი 2021 წ. N336-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები