შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2021
ძალაში შესვლის თარიღი 12/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.022653
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
101
11/03/2021
ვებგვერდი, 12/03/2021
040170020.10.003.022653
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/03/2021 - 18/01/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №101

2021 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

 

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს ორი წლით.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ (შემდგომში − შემსყიდველი) მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შემსყიდველის მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალურ წესს №1 დანართით განსაზღვრული საქონლისათვის.

2. საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის მიზანია შემსყიდველის მიერ სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების დროული და ჯეროვანი შესრულების ორგანიზება.

 

მუხლი 2. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი უფლებამოსილია:

ა)  ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება  (შემდგომში − ხელშეკრულება);

ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული  შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ვალდებულია:

ა)  განახორციელოს  შესყიდვის  პროცედურები  საკუთარი სახსრებით, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) საქონლის მიწოდების შემდგომ აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 3. შესყიდვის საშუალება

საქონლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესასყიდი საქონლის მწარმოებელთან ან/და მწარმოებლის უფლებამოსილ წარმომადგენელთან.

 

მუხლი 4. ანგარიშის წარდგენა

1. შემსყიდველი განხორციელებული შესყიდვების შესახებ ყოველკვარტალურ ანგარიშს არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.

 

დანართი №1

საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები

 

CPV კოდი

დასახელება

1

03100000

სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები

2

03200000

ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული

3

15100000

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები

4

15200000

მზა და დაკონსერვებული თევზი

5

15300000

ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები

6

15400000

ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები

7

15500000

რძის პროდუქტები

8

15600000

დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები

9

15800000

სხვადასხვა საკვები პროდუქტი

10

15980000

უალკოჰოლო სასმელები

11

41100000

ბუნებრივი წყალი

 

 

დანართი №2

ანგარიში შემსყიდველის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ

 

 

შესყიდვის საშუალება

 

შესყიდვის

ერთგვაროვან

ობიექტთა ჯგუფის

დასახელება (CPV)

 

მიმწოდებლის დასახელება

შესყიდვის შედეგად

დადებული

ხელშეკრულების

მოქმედების ვადა

შესყიდვის საერთო ღირებულება

შესყიდვისათვის

ფაქტობრივად გადახდილი თანხა