დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.023856 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/01/2023 - 24/06/2024)
|
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი“.
|
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მარტის №101 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2 (ორი) წლით.
|
|
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ (შემდგომში – შემსყიდველი) მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის სპეციალურ წესს, თუ ეს საქონელი განკუთვნილია შემსყიდველსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (პირებს) ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული კვებითი უზრუნველყოფის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად. 2. შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად. 3. წესის მიზანია, შემსყიდველის მიერ სამინისტროს ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კვებითი მომსახურების უსაფრთხოდ, უწყვეტად, ჯეროვნად და თანმიმდევრულად უზრუნველყოფა. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება შესყიდვებზე: ა) რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) რომელსაც შემსყიდველი ახორციელებს ამგვარი შესყიდვისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა; ბ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი; გ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შერჩევის/შეფასების შემდეგ დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) საქონლის შესყიდვის შესახებ (მწარმოებელი, იმპორტიორი ან/და დისტრიბუტორი); დ) საქონელი – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას. მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საკუთარი სახსრებით, ამ წესით დადგენილი პირობათა დაცვით; ბ) შერჩეულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები სამინისტროს წერილობითი თანხმობის მისაღებად; გ) საქონლის მიწოდების შემდგომ აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 4. შესყიდვის საშუალება ამ წესის შესაბამისად, ამავე წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა შემსყიდველის მიერ ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, შესასყიდი საქონლის მწარმოებლისგან, იმპორტიორისგან ან/და დისტრიბუტორისგან. მუხლი 5. ანგარიშის წარდგენა 1. შემსყიდველი განხორციელებული შესყიდვების შესახებ ყოველკვარტალურ ანგარიშს არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის წარუდგენს სამინისტროსა ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.
დანართი №1 საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები
ანგარიში შემსყიდველის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები