ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016484
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
02
24/02/2021
ვებგვერდი, 25/02/2021
200140030.35.117.016484
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/02/2021 - 23/02/2022)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02
 

2021 წლის 24 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 თებერვლის №02 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 19/02/2020; სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.117.016469).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია, ქალაქ  ამბროლაურის  ზონირების  საფუძველზე,  შესაბამისი  ზონების  მიხედვით,  დგინდება შესაბამის  ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის ქალაქ ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:  ქალაქ ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის – 1,1-ს; ქალაქ ამბროლაურის შუალედური   ზონისთვის – 1-ს; ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისთვის – 0,9-ს;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქალაქ ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 190-ს, ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისათვის – 131-ს და ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის – 102-ს.

მუხლი 2
პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის ცენტრალურ ზონაში მიწის ნორმატიული  ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

1,1

0,24

190

16.05

 

მუხლი 3
პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული  ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

1

0,24

131

10.06

 

მუხლი 4
პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

0,9

0,24

102

7,05

 

მუხლი 5
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.02 ლარს.
მუხლი 6
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.52 ლარს.
მუხლი 7
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 5.03 ლარით.

დანართი №2
ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება

ქალაქ ამბროლაურის ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

1

ვაჟა ფშაველას ქუჩა (№1-დან №37-ის ჩათვლით), მ. კოსტავას ქუჩა,  ვ. მახალდიანის ქუჩა, ვ. კობახიძის ქუჩა, შ. რუსთაველის ქუჩა (მ.  კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე),  ხვანჭკარის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე), ა. შიშინაშვილის ქუჩა (კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე), დ. აღმაშენებლის ქუჩა (№9-დან №12 -ს ჩათვლით), კ. გამსახურდიას ქუჩა (დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩა №9-ის ჩათვლით), თამარ მეფის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის ქუჩა №13-ის ჩათვლით), თამარ მეფის  ქუჩის №01 შესახვევი, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა (მ.კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის გადაკვეთამდე), ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №01 შესახვევი, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №01 ჩიხი, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №02 ჩიხი, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №03 ჩიხი, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №04 ჩიხი, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №05 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №01 ჩიხი, კ. გამსახურდიას №02 ჩიხი.

1,1

შუალედური ზონა

2

ა. შიშინაშვილის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან ა. შიშინაშვილის ქუჩის №33-ის ჩათვლით), აკ. წერეთლის ქუჩა, ხვანჭკარის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე), რუსთაველის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე),  დ. აღმაშენებლის ქუჩა (№9-დან №38-ის ჩათვლით),  კ. გამსახურდიას ქუჩა (№9-დან №88-ის ჩათვლით), გრ. ხუციშვილის ქუჩა, ილ. ჭავჭავაძის ქუჩა (დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე), გ. წულუკიძის ქუჩა (ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე), გ. წულუკიძის ქუჩის №01 ჩიხი, გ. წულუკიძის ქუჩის №02 ჩიხი, ნიკო ფიროსმანის ქუჩა,  ალ. გურგენიძის ქუჩა (ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთიდან  ალ. გურგენიძის ქუჩის №16-ის ჩათვლით), ბრატისლავა-რაჭის ქუჩა (გურგენიძის ქუჩის გადაკვეთიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე), სოფიო შარაბიძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩის  №01 ჩიხი, ვაჟა ფშაველას ქუჩის №02 ჩიხი, ვაჟა ფშაველას ქუჩის №03 ჩიხი, ვაჟა ფშაველას ქუჩის №04 ჩიხი, ვაჟა ფშაველას ქუჩა (№37-დან სოფელ კვაცხუთის დასაწყისამდე),  ვაჟა ფშაველას ქუჩა (№01-დან სოფელ  ძირაგეულის დასაწყისამდე), დ. აღმაშენებლის ქუჩის №01 ჩიხი, დ. აღმაშენებლის ქუჩის №02 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №03 ჩიხი,  კ. გამსახურდიას ქუჩის №04 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №05 ჩიხი, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №06 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №07 ჩიხი, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №08 ჩიხი, ალ. გურგენიძის ქუჩის №01 ჩიხი.

1

პერიფერიული ზონა

3

რ. დვალის ქუჩა, ი. გოგებაშვილის ქუჩა,  პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის  ქუჩის  №20-ის ჩათვლით), ექვთიმე აღმსარებლის  ქუჩა, კ. გამსახურდიას ქუჩა (№88-დან №59-ის ჩათვლით),  თამარ მეფის ქუჩა (№13-დან №22-ის ჩათვლით), გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, შოთა რუსთაველის ქუჩა (აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან რუსთაველის ქუჩის №64-ის ჩათვლით),  შ. რუსთაველის ქუჩის №01 ჩიხი, შ. რუსთაველის ქუჩის №02 ჩიხი, კ. ჭიჭინაძის ქუჩა, ა. შიშინაშვილის ქუჩა (№33-დან №49-ის ჩათვლით), დიმიტრი ყიფიანის  ქუჩა,  ალ. გურგენიძის ქუჩა (№16-დან №18-ის ჩათვლით), ალ. გურგენიძის ქუჩის №02 ჩიხი, ვაჟა ფშაველას ქუჩის №01 შესახვევი, ვაჟა ფშაველას ქუჩის №05 ჩიხი, ვაჟა ფშაველას ქუჩის №06 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №02 ჩიხი.

0,9