დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 681 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/02/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.017174 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/02/2021 - 31/12/2021)
|
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით, განისაზღვროს შემდეგი გეოგრაფიული არეალები:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი; ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტი; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. |
2.
ეს ბრძანება არ ვრცელდება:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე: ქალაქი საგარეჯო, ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, ყანდაურა, შიბლიანი, იორმუღანლო, ლამბალო, თულარი, დუზაგრამა, მზისგული; ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე: არბოშიკი, არხილოსკალო. |
3.
ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების (საერთო ფართობი - 420 212 ჰა) საკადასტრო და გრაფიკული მონაცემები განისაზღვროს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. |
4.
ამ ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია დაიწყოს:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 აპრილს და დასრულდეს 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით; ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 ივლისს და დასრულდეს 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდეს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
5.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები