დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 681 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.017174 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/02/2021 - 31/12/2021)
|
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით, განისაზღვროს შემდეგი გეოგრაფიული არეალები:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი; ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტი; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. |
2.
ეს ბრძანება არ ვრცელდება:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე: ქალაქი საგარეჯო, ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, ყანდაურა, შიბლიანი, იორმუღანლო, ლამბალო, თულარი, დუზაგრამა, მზისგული; ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე: არბოშიკი, არხილოსკალო. |
3.
ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების (საერთო ფართობი - 420 212 ჰა) საკადასტრო და გრაფიკული მონაცემები განისაზღვროს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. |
4.
ამ ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია დაიწყოს:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 აპრილს და დასრულდეს 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით; ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 ივლისს და დასრულდეს 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდეს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
5.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები