დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.156.016406
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
28/01/2021
ვებგვერდი, 02/02/2021
200140030.35.156.016406
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/02/2021 - 25/01/2022)

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №28

2021 წლის 28 იანვარი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დადგინდეს დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი №1-ისა.

მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილება (სსმ www.matsne.gov.ge, 27/02/2020, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.156.016383)  „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი



დანართი №1

 

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

CN = IMG * ITL * C * K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე  დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი  მნიშვნელობა უდრის 30-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. დმანისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

3.

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,23

1,0

0,24

30

1,656

4. დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ.დმანისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.828 ლარს.