დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.156.016406 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/02/2021 - 25/01/2022)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1
დადგინდეს დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი №1-ისა. მუხლი 2 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილება (სსმ www.matsne.gov.ge, 27/02/2020, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.156.016383) „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1. დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG * ITL * C * K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 30-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. დმანისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: 3.
4. დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ.დმანისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.828 ლარს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები