„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 001/01
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 02/02/2021
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016005
001/01
02/02/2021
ვებგვერდი, 03/02/2021
280030000.73.085.016005
„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №001/01

2021 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის №001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისი №322 დადგენილებით  დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.        
„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის №001 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 27/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016001) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება, მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-61 მუხლი:  

მუხლი 61. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის დროებითი დისტანციური მომსახურების წესი

1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ან მონაწილის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიმართოს საპენსიო სააგენტოს ამ წესის დანართით  გათვალისწინებული განცხადებით. აღნიშნული განცხადება შესაძლოა წარმოდგენილ იქნას როგორც ამობეჭდილი, ისე ხელნაწერი სახით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე  info@pensions.ge გაგზავნის გზით საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს:

ა) ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ფორმით შედგენილი, სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი  განცხადების ფოტოასლი;

ბ) დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი (პირადობის მოწმობის (მათ შორის ელექტრონული მოწმობის) შეთხვევაში მისი ორივე გვერდი);

ბ) დასაქმებულის ფოტო გადაღებული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, რომელშიც ერთობლივად ნათლად უნდა ჩანდეს როგორც დასაქმებულის სახე, ისე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წინა გვერდი და მისი რეკვიზიტები.

3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გასვლის მიზნით, საპენსიო სააგენტოსთვის დასაქმებულის წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვისას, წარმომადგენელი ვალდებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე  info@pensions.ge გაგზავნის გზით საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს:

ა) ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ფორმით შედგენილი, სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი განცხადების ფოტოასლი;

ბ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი (პირადობის მოწმობის (მათ შორის ელექტრონული მოწმობის) შემთხვევაში, მისი ორივე გვერდი);

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაცია უნდა იძლეოდეს დაინტერესებული პირის იდენტიფიცირებისა და მისი პირადობის დადასტურების შესაძლებლობას.

6. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ მომსახურების, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, დისტანციურად მიწოდების შეუძლებლობისას ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში ან სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადების გზით. 

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით წარმოდგენილი განცხადება წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნებისმიერი განცხადების წარდგენისას, წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ვიზუალურად აღქმადი და შესაძლებელი იყოს გამოსახულების/ნაწერის გარჩევა, განცხადებაში დაინტერესებულმა პირმა მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს მოთხოვნის შინაარსი და მიუთითოს საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია (აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი).

9. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაინტერესებული პირის პიროვნების იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დაინტერესებული პირისაგან საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით ვიდეო ზარის განხორციელება ან/და ინფორმაციის, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, მათ შორის დოკუმენტის დედანის წარდგენა, რა შემთხვევაშიც დაინტერესებულ პირს ეცნობება ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი შესაბამისი  შეტყობინების საფუძველზე და განესაზღვრება ვადა დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენისათვის 10 სამუშაო დღის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა შესრულებული საპენსიო სააგენტოს მოთხოვნა, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება.

10. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორე სსიპ – შემოსავლების სამსახურთან ან/და პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნებისთვის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ან/და სხვა  ადმინისტრაციულ ორგანოსთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ამ მუხლის მიზნებისთვის საპენსიო სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება ელექტრონულად ამავე პირის მიერ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის ან იმ ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით, რომლითაც შესაბამისი განცხადება წარდგენილ იქნა საპენსიო სააგენტოსათვის ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით. საპენსიო სააგენტოს მიერ ოფიციალური ელექტრონული კომუნიკაცია განხორციელდება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით  info@pensions.ge.

12.  ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო სააგენტოსათვის წარდგენილი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის სიყალბის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, ეკისრება მის წარმდგენ პირს.

13. იმ პირებისათვის, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნის ან ავადმყოფობის გამო გაუშვებენ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და ამ წესით განსაზღვრულ ვადას, გაშვებული ვადა აღდგება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნის ან ავადმყოფობის პერიოდის გასვლიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში საპენსიო სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე. თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნის ან ავადმყოფობის დადასტურება უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტით.


მუხლი 2.           
1. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან და ძალაშია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოქმედების ვადით.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული 61 მუხლის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.



საპენსიო სააგენტოს დირექტორიგიორგი დანელია