“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის ბადრაგირების დანაყოფების შესახებ”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის ბადრაგირების დანაყოფების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი 01/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 02/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.108
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
01/03/2000
სსმ, 18, 02/03/2000
410.012.004.108
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის ბადრაგირების დანაყოფების შესახებ”
იუსტიციის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/03/2000 - 21/09/2020)

სახელმწიფო სარეგისტრაიო კოდი 410.012.004.108

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №31

2000 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის ბადრაგირების დანაყოფების შესახებ

პატიმრობის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის, დაპატიმრებულ და მსჯავრდებულ პირთა გადაყვანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 თებერვლის №43 ბრძანებულების, სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანების შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოთხოვნილებების გათვალისწინებით, პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების ეფექტურად განხორციელების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის ბადრაგირების შემდეგი დანაყოფები:

ა) თბილისის ბადრაგირების დანაყოფი (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში);

ბ) წყალტუბოს ბადრაგირების დანაყოფი (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში);

გ) ზუგდიდის ბადრაგირების დანაყოფი (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურისა და №4 საპყრობილის (ქ. ზუგდიდი) დაქვემდებარებაში);

დ) ბათუმის ბადრაგირების დანაყოფი (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურისა და №3 საპყრობილის (ქ. ბათუმი) დაქვემდებარებაში).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეცურიანი