„უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №631 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №631 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017105
179
23/12/2020
ვებგვერდი, 23/12/2020
140130000.22.034.017105
„უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №631 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №179

2020 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №631 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №631 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20.08.2014, 140130000.22.034.016350) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-7 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. დაკავებული უცხოელის სამედიცინო შემოწმება“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრში მიყვანისთანავე უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება დროებითი განთავსების ცენტრში უცხოელის მოთავსებისას ჩატარებული პირველადი სამედიცინო შემოწმების ფორმა (დანართი №3).“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ სამედიცინო პერსონალის დასკვნით დაკავებული უცხოელის ცენტრში მოთავსება არ არის მიზანშეწონილი, უზრუნველყოფილი იქნება მისი გადაყვანა შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებებში სამკურნალოდ მოთავსებული პირების დაცვა და ესკორტირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულ შემთხვევაში ივსება დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის სამედიცინო ბარათი (დანართი №4).“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. ცენტრში განთავსებულ უცხოელს, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ (ცენტრის სამედიცინო პერსონალი) უტარდება შესაბამისი სამედიცინო შემოწმება, რა დროსაც დგება სამედიცინო ანკეტა (დანართი №5).

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმებისას, თვითდაზიანებების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ცენტრის უფლებამოსილი პირი (ცენტრის სამედიცინო პერსონალი) ავსებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის ტრავმების/თვითდაზიანების აღწერის ჟურნალს (დანართი №6).“.

2. დანართი №2-ის შემდეგ დაემატოს დანართი №3, დანართი №4, დანართი №5 და დანართი №6 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ გომელაური