დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016358 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/12/2020 - 08/02/2021)
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თავი III, მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, თავი IV, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით. |
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 2.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 14,113.0 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის გადასახადები 11,846.3 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 5.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის გრანტები 190.0 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2,076.7 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯები 12,225.8 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 8.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1,817.1 ათ.ლარით, მათ შორის
ა) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1,907.1 ათ.ლარით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90.0 ათ. ლარით თანდართული რედაქციით (ათას ლარებში)
|
მუხლი 9.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში |
(ათას ლარებში)
|
მუხლი 10.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 70.1 ათ. ლარის ოდენობით, ხოლო საოპერაციო სალლო 1,887.2 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (0,0) ათ.ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 70,1 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2018 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 350,6 ათას ლარს, ხოლო 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 280,5 ათასი ლარი. |
თავი II
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) |
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,005.8 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რებილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,410.8 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 15.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00) |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,668.0 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) |
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,649.8 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას,
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,404.4 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი III
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 18.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამჯტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 20.
ასიგნებების გადანაწილება |
საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის 6-ე პუნქტის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს შემდეგი წესით:
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგენებების გადანაწილება (მათ შორის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა), შესაძლებელია განხორციელდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე; 5. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია განახორციელდეს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო/არაკომერციული პირების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტება მათთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 7. ამ მუხლის 2-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და საფინანსო-საბიუჯეტო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. |
მუხლი 21.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება |
2021 წლის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 22 |
2021 წლის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 23 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების და საშტატო ნუსხების დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 24 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 25 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 26 |
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 27 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 28.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი შეადგენს 200,0 ათ.ლარს. |
მუხლი 29.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 190,0 ათ.ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 86.7 ათ. ლარი ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 102,5 ათ. ლარი გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 0,8 ათ.ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განვალობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განმსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 30.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი V
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 31.
დადგენილების ამოქმედება |
1. დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან;
დადგენილების ამოქმედებისთანავე გამოცხადდეს ძალადაკარგულად სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №24 დადგენილება ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge 25/12/2019, №190020020.35.120.016340). |
დოკუმენტის კომენტარები