დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.169.016472 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/12/2020 - 28/01/2021)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის , საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის საფუძველზე და ,,ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 25/12/2019 სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.169.016444). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
თავი I
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 7437,1 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის
ათასი ლარი
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს 4,947.1 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
ბიუჯეტის შემოსავლები გრანტებიდან ( ტრანსფერები) განისაზღვროს 185.0ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 2,305.0ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 7612,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 375.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 415.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40.0 ათასი ლარის ოდენობით, მათშორის: ათასი ლარი
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისდაარაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ბიუჯეტის საოპერაციო სალდო -175,0 ათასი ლარი ხოლო, მთლიანი სალდო – 550,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 603,0 ათასი ლარის ოდენობით.
2 განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა – 0.0ათასი ლარის ოდენობით. 3. განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება v 603,0 ათასი ლარის ოდენობით. ფინანსური აქტვების კლება 603,0 ათასი ლარი წარმოდგენს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ანგარიშებზე 2021 წლის 1 აინვრისათვის არსებული თავისუფალი ნაშთიდან გადასახდელების დასაფინანსებლად მიმართული სახსრები. |
მუხლი 12.
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება-53.0 ათასი ლარის ოდენობით.ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 53.0ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის’’ ფარგლებში 2018 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2021წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 328.5 ათას ლარს, ხოლო 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 275.5 ათასი ლარი. |
თავი II
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება |
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 335.0ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 750.0ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 15.
განათლება |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2000.0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი |
კულტურა, ახალგაზრდობადასპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1167.0 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობადასპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 797,3 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი III
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 18.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები პრიორიტეტების, პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 19 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 20 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 21 |
2021 წლის განმავლობაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 22 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 23 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 24 |
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად,ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხებისა და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები ასანაზღაურებლად შესაძლებელია გამოყენებული იქნას საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებების 2021წელს გამოყოფილი ასიგნებები. ამასთან, დავალიანებების დაფარვა შესაძლებელია განხორციელდესიმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 25 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 26 |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 185.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73.8 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 111.2 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 27 |
2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები