დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14-Iს |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 17/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016094 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (21/06/2021 - 16/12/2021)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ
|
თავი I
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
თავი II
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 303937.2 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 3.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 290000.0 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 4.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები |
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 5.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 13937.2 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
თავი III
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 6.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 292035.2 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 7.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 29396.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 118396.2 ათასი ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 89000.0 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 8.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 410431.4 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
თავი IV
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 9.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-17494,2) ათასი ლარის ოდენობით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 10.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-21284.7) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ლარის ოდენობით:
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 21284.7 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 11.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-3790.5) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებათა კლება 3790.5 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
თავი V
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (ქვეპროგრამები) შემდეგი რედაქციით:
1. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გამართული ფუნქციონირება, ვინაიდან იგი არის რეგიონის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი, საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციების მქონე ხელისუფლების შტო. 1.1. საკანონმდებლო საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, კონტროლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე. საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საარჩევნო გარემოს განვითარება აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით ვადებში დაგეგმვა და გამართვა. არჩევნების სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა. საარჩევნო კამპანიის წარმართვა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიზნით. 2.1. საარჩევნო სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების, მასში თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინების, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებისა და საარჩევნო პროცესის მუდმივი სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. საარჩევნო ინსტიტუციის, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა. საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის ეფექტურობა, ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა. 2.2. არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა და რეალიზაცია არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირება. დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გამართვა. 3. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონის ინსტიტუციური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ორგანოს გამართული ფუნქციონირება. 3.1. მთავრობის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პირობების შექმნა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება; მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი და ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა; მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის განხორციელება. მთავრობის თავმჯდომარის თანამშრომლობის ხელშეწყობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან. 4. რეგიონის ფინანსური რესურსების მართვა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა ეფექტიანი და გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მოქნილ მართვას, სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბებას, აგრეთვე სახელმწიფო სახსრების ეკონომიურ და ეფექტიანად ხარჯვაზე მონიტორინგს. ელექტრონული ხაზინის ძირითადი ექსპლუატაცია. რეგიონში ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების გამჭვირვალედ და ეფექტიანად მართვა, მისი სრულყოფილად აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და პრივატიზაცია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საზოგადოებების მართვა. რეგიონის, მუნიციპალიტეტებისა და დასახლებების სივრცითი, ქალაქმშენებლობითი და დაგეგმარების დოკუმენტების შედგენა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა. ბიზნეს ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა. საფრთხის შემცველი ობიექტების მონიტორინგი და მართვა. 4.1. ფინანსების, ეკონომიკური პოლიტიკისა და ქონების სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსოსაბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველყოფა. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდის მიზნით ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანად შემუშავება და წარმართვა. ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორციელება; სივრცითტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პროცესის წარმართვა. 4.2. რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა რეგიონის საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის სრულყოფა; რეგიონის, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილის ცნობადობის ამაღლება; ქონების მართვისა და პრივატიზების პროცესის ეფექტური ადმინისტრირება. 4.2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთების (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო) და ხაზობრივი ნაგებობების აგეგმვის საველე და კამერალური სამუშაოების შეძენა; ელექტრონული აუქციონების განცხადების განთავსებისა და ვაჭრობის პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების შეძენა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების დაცვის მიზნით დარაჯების (ყარაულები) დროებით სამუშაოზე აყვანა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სხვადასხვა ორგანიზაციებისგან დაცვითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა; სახელმწიფო ქონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საბაზრო ღირებულებისა და საიჯარო ღირებულების დადგენა; სახელმწიფო ქონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მოვლა-პატრონობა და შენახვა. 4.2.2. რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის გაზრდა. რეგიონისა და მისი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საპრომოუშენო მასალების მომზადება. საპრომოუშენო მასალის შექმნა აუდიო-ვიდეო, კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით და მათი რეკლამირება ინტერნეტის საშუალებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ქონების აღწერა (რეესტრი) და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. რეგიონის შიგნით და გარეთ საინვესტიციო ღონისძიებების ორგანიზება, მონაწილეობის უზრუნველყოფა და რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა. 4.3. ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების ურბანული განვითარების ხელშეწყობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების ურბანული განვითარებისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შედგენა და განახლება. მთის კურორტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. 4.4. ეკონომიკური ობსერვატორია ეკონომიკური ობსერვატორიის მისიაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა მისი ჩართულობით საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების შეფასების პროცესში. საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის ეტაპზე ობსერვატორიის როლი განისაზღვრება გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის თითოეული ეკონომიკური სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორებისა და აუთვისებელი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების შედეგად. ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, ახალი საბიუჯეტო პროგრამის ინიცირების დროს კონკრეტული პროგრამის საჭიროების კვლევის ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება. საჯარო პოლიტიკის განხორციელებისა და შედეგების შეფასების პროცესში ობსერვატორიის ჩართულობა ითვალისწინებს მოთხოვნის შესაბამისად, საბიუჯეტო პროგრამების განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიშების მომზადებას. 4.5. სახაზინო მომსახურება ელექტრონული ხაზინის ძირითადი ექსპლუატაცია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, მისი შემოსულობების და გადასახდელების ზუსტი და ოპერატიული აღრიცხვა. ბიუჯეტის ოპერატიული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება. 4.6. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა ინკუბირებული კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობა-მონიტორინგი და ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო სერვისების და რესურსების მიწოდება. 4.7. ბიზნეს ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრების ინტერესების დაცვა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში. სერვისების დახვეწა, ბიზნესმენებისა და ინვესტორების საქმიანობისათვის ხელშეწყობა. აჭარის რეგიონის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება. 4.8. საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის მომსახურების მიწოდება და მართვა საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური დიაგნოსტირების ჩატარება, სამშენებლო მასალებსა და პროდუქციაზე გამოცდების ჩატარება. ოპერატიული დიაგნოსტირების მონაცემებით საექპლუატაციო-ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი; ობიექტის შემოწმება ურღვევი მეთოდით - (ვიზუალურ გაზომვითი მეთოდი, ძირითადი მეტალისა და შენადუღი ნაკერების დეფექტოსკოპია, სისქემზომი კონტროლი); მასალის მექანიკური თვისებებისა და შემადგენლობის გამორკვევა; სიმტკიცესა და სიმკვრივეზე შემოწმებითი გათვლების შესრულება და გამოცდა დატვირთვით; გამოვლენილი დეფექტების ანალიზი, მათი მიზეზების დადგენა, განსაზღვრული პარამეტრების დაზუსტება. მზა ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა კუმშვაზე, ბეტონის საკედლე ქვების, ბეტონის ფილების (ტროტუარებისათვის), სიმტკიცის განსაზღვრა კუმშვაზე, არამადნეული მასალების, მოსაპირკეთებელი და საგზაო მასალების ხარისხის შემოწმება; ბეტონის ხარისხის შემოწმება ურღვევი მეთოდით; ბეტონში არმატურის დიამეტრისა და ბადურის განლაგების განსაზღვრა. ნივთის მფლობელის/ინსპექტირების ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, სხვადასხვა დანადგარ მოწყობილობების (მათი ცალკეული კომპონენტების) მწარმოებლის/დამამზადებლის მიერ დადგენილ პარამეტრებთან შესაბამისობის გამოკვლევა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და გაცემის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკვლევ-საძიებო სამუშაოების განხორციელება, მიწისა და შენობა ნაგებობების აზომვითი ნახაზების შედგენა. 4.9. საწარმოთა მართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საზოგადოებების ქონების, დებიტორული და კრედიტორული მოთხოვნების მოძიება, ინვენტარიზაცია, განკარგვა, ქონების დაცვა, რეგისტრაცია, დავალიანების წარმოშობის საფუძვლის არსებობის შემთხევაში სასამართლო დავის წარმოება, პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელება. 5. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, დეპარტამენტის 2021-2024 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს ტურიზმისა და კურორტების სფეროში ეფექტური პოლიტიკის გატარებას და რეგიონის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების გამოვლენას, ტურისტული პროდუქტების გამრავალფეროვნებას და რეგიონის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო და შიდა ბაზარზე, ურთიერთთანამშრომლობითა და ინოვატორული ინიციატივებით პარტნიორებისა და დაინტერესებული პირების დახმარებას ხარისხის სტანდარტის ამაღლებაში. 5.1. ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ტურიზმისა და კურორტების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება და დარგის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება. ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ტურიზმისა და კურორტების სფეროებში განსახორციელებელი პროგრამების შესრულების კოორდინაცია და მართვა. რეგიონში დარგის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მონაცემების მოგროვება და ანალიზი. 5.1.1. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მართვა ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ტურიზმისა და კურორტების სფეროებში განსახორციელებელი პროგრამების შესრულების კოორდინაცია და მართვა. 5.1.2. დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის კვლევა და სტატისტიკის წარმოება რეგიონში დარგის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მონაცემების მოგროვება და ანალიზი. ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევა, ტურისტების ვიზიტის აღწერა, მათი კმაყოფილების დონისა და მოთხოვნების კვლევა; სტატისტიკური ანალიზი. 5.2. აჭარის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ცნობადობის ამაღლება; რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე; 5.2.1. რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე საერთაშორისო ბაზარზე რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი და რეკლამირება; მიზნობრივ ბაზრებზე პირდაპირი სარეკლამო და პიარ კამპანიების წარმოება სატელევიზიო რეკლამის, ინტერნეტ რეკლამის, ბეჭდური მედიის, გარე რეკლამისა და სხვა სარეკლამო საშუალებების გამოყენებითსაერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფესტივალებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ასევე აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო-საინფორმაციო და საპრომოციო პროდუქციის გავრცელება; სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან; 5.2.2. რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება ქვეყნის შიგნით შიდა მომხმარებლებზე გათვლილი მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის წარმოება; შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზება; სხვადასხვა მარკეტინგული არხის საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება ქვეყნის შიდა ბაზარზე. სპეციალური პიარ-მარკეტინგული აქტივობების ორგანიზება. 5.2.3. რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის საჭირო მასალების დამზადება სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის მომზადება და გავრცელება. 5.3. ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება რეგიონის ტურისტული პროდუქტების განვითარება და მომსახურების ხარისხის ამაღლება. რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარება და ახალი პროდუქტების შექმნა. ტურიზმის დარგში დასაქმებულთა კვალიფიკაციის განვითარება და ტურიზმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; სრულყოფილი ინფორმაციითა და ხარისხიანი მომსახურებით ტურისტების უზრუნველყოფა. 5.3.1. სრულყოფილი ინფორმაციითა და ხარისხიანი მომსახურებით ტურისტების უზრუნველყოფა. ტურისტული საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლების გადამზადება; ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრების მოდერნიზაცია - განახლება; სოფლის ტურიზმის თემატიკის საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. 5.3.2. ტურისტული პროდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია. არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარება და ახალი პროდუქტების შექმნა. ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება და მათი განვითარების ხელშეწყობა, მარშრუტების რუკების, ბროშურებისა და სხვა მასალების ბეჭდვა; ტურისტულ ობიექტებში საინფორმაციო სტენდებისა და ელექტრონული რუკების განთავსება, მასშტაბური გაცნობითი-სარეკლამო ტურების და აქტივობების ორგანიზება მაღალმთიანი აჭარის მარშრუტებზე. 5.3.3. ტურიზმის დარგში სერვისის განვითარების ხელშეწყობა. რეგიონის ტურიზმის დარგის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით დარგში დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მხრივ არსებული საჭიროებებისთვის მიზანმიმართული ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის სხვადასხვა სასწავლო აქტივობის ორგანიზება ტურიზმის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. საინფორმაციო ბროშურის შექმნა დამზადება და ტურიზმის ინდუსტიაში წლის საუკეთესო სერვისების მიმწოდებელი ობიექტების დაჯილდოება 5.4. რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა მოსახლეობისა და დამსვენებელთა გაჯანსაღების, დასვენების ეფექტური პირობების უზრუნველყოფისათვის საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება. ბულვარის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობების შექმნა. შემუშავებულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა. 5.5. მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა აჭარის რეგიონში მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ტურისტული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შერჩეული ბანკების მიერ სესხების გაცემა. შერჩეული კომერციული ბანკები საკრედიტო რისკების გათვალისწინებით მოახდენს ტურისტული ბიზნესით დაკავებული მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების დაფინანსებას. ტურისტულ ბიზნესად ჩაითვლება საქმიანობა, რომელიც უკავშირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი კვების ობიექტის (კაფე, რესტორანი, ბისტრო, ბარი, სასადილო და სხვა), სასტუმროს (არაუმეტეს 50 ნომრიანი, მ.შ. საოჯახო ტიპის), გასართობი ობიექტის (ღამის კლუბი, დისკოთეკა, საბილიარდო, ბუნგალო და სხვა) მოწყობას (მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი) და სხვა ტურისტულ საქმიანობას. საკრედიტო რესურსი განისაზღვრება 6 მლნ. ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 15%-ს. სესხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 200 000 ლარით და სესხი გაიცემა არაუმეტეს 7 წლის ვადით. ბიზნეს სუბიექტი პირველი სამი წლის განმავლობაში გადაიხდის დადგენილი სესხის საპროცენტო განაკვეთის 3%-ს. ხოლო სხვაობა სუბიექტის მიერ ასანაზღაურებელ და დადგენილ საპროცენტო განაკვეთებს შორის - 12 % სამი წლის განმავლობაში ანაზღაურდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბანკიდან წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე. 6. ინფრასტრუქტურის განვითარება აჭარის ტერიტორიები გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის ურბანული განვითარებით. რეგიონი ხასიათდება როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ასევე შიგამთიანი და მაღალმთიანი ლანდშაფტითა და შესაბამისი ხასიათის დასახლებებით. რეგიონის მდგრადი და ჰარმონიული განვითარების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა, მოვლა და მისი განვითარება. გამართული საგზაო, საინჟინრო-კომუნალური და ენერგოუზრუნველყოფის ინფრასტრუქტურის შექმნისადმი ხელშეწყობა დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 2005 წლიდან დღემდე ჩვენს რეგიონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავტომობილო გზების ნუსხიდან არა ერთ საავტომობილო გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ბევრი საავტომობილო გზა, რომელიც საჭიროებს აუცილებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს. შესაბამისად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით საჭიროა გზების კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზაციის გაუმჯობესება, რაც საზოგადოებისათვის ეკონომიკური აქტივობების გაზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის წინაპირობაა. 6.1. საავტომობილო გზების სისტემების მართვა საავტომობილო გზების სისტემების ფუნქციონირების ორგანიზება, მართვა, ტექნიკური ზედამხედველობა და კონტროლი. 6.2. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და საგზაო კომუნიკაციების რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა, მოდერნიზაცია და განვითარება. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო კომუნიკაციების რეაბილიტაცია-განვითარება და მოვლა-შენახვა, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენენებლობა-რეაბილიტაცია, ადმინისტრაციულ და საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების შეკეთება-რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია და განვითარება. 6.3. საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაუჭრელი საინჟინრო და კომუნალური ინფრასრუქტურის პროექტების განხორციელება, რომელთა მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და რომელთა გადაწყვეტა უზრუნველყოფს ურბანული, ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების მოგვარებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაცია. შუახევი (ხიჭაურის დასახლება) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობა. 7 . ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დებულების, დასახული პრიორიტეტისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიზნით ატარებს კონკურსებსა და ოლიმპიადებს, მონაწილეობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში, აფინანსებს სტუდენტებს, ხელს უწყობს ახალ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ფორმირებას, სახელოვნებო განათლებას, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ახორციელებს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში კულტურული და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას და გაუმჯობესებას. 7.1. განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება მიზნად ისახავს გამოავლინოს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში პრობლემები და ნაკლოვანებები. პრობლემის აღმოსაფხვრელად დასახოს პრიორიტეტები და განახორციელოს ის ღონისძიებები, რომლებიც დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და პოპულარიზაციას. 7.2. განათლების ხელშეწყობა და ხარისხის გაუმჯობესება განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში ხელშეწყობა. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კონტროლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში; საინფორმაციო ბანკის შექმნა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ; ხელშეწყობა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტისა და პროგრამის პილოტირებას, დანერგვასა და მონიტორინგს; 7.3. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვენტარით აღჭურვა და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს სამუშაო და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ზოგადი განათლების მიღებასა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის ამაღლებას. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვენტარით აღჭურვა და სკოლის საბიბლიოთეკო ფონდის განახლება, რაც დღემდე ეტაპობრივად ხორციელდება. საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა. 7.3.1. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საჯარო სკოლებში სამუშაო და სასწავლო პირობების გაუმჯობესება და მოსწავლეებისათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა. 18 საჯარო სკოლის შენობის/სპორტული დარბაზის მშენებლობა, 41 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 27 საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა, სკოლებში მზის ელექტრო პანელების პროექტირება და მონტაჟი. 7.3.2. საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N 99/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ. და ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სათანადო ინვენტარითა და ლაბორატორია/ლაბორატორიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, კერძოდ, მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული 20 საჯარო სკოლა აღიჭურვება სასკოლო ინვენტარით და ტექნიკით, ასევე 5 საჯარო სკოლა მიიღებს ლაბორატორიეული უზრუნველყოფის პროგრამას, 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა შეივსება ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურით, 4 სკოლა აჭარაში აღიჭურვება ტექნოლოგიებით, 10 საჯარო სკოლა მიიღებს სპორტულ ინვენტარს (მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა, სხვ.) საჭიროების მიხედვით, 10 სკოლა აღიჭურვება მუსიკალური ინსტრუმენტების კომპლექტით (პიანინო, გიტარა, დასარტყამი და სასულე ინსტრუმენტები და სხვ,), რემოდელირებული იქნება 1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა, 7.3.3. საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში) და მოსწავლეთა უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემებმა (ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, ტყიანი ადგილები სოფლებს შორის, სადაც გარეული ცხოველების საშიშროებაა, მდინარეებზე გადასასვლელები და ა.შ.) წარმოშვა მათი საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე ტრანსპორტით გადაადგილების საჭიროება. ამასთან, აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსწავლეები, რომელთაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევები, საჭიროებენ ტრანსპორტირებას სსიპ ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში (სკოლა-პანსიონი), რომელიც ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის. 7.4. აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ოთხ უმაღლეს სასწავლებელზე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელშეწყობა, უმაღლესი პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, მატერიალურტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 7.5. საჯარო სკოლების საპანსიონო მომსახურება, გაძლიერებული (მათემატიკა) და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფოს პრიორიტეტია საპანსიონო მომსახურების დაწესებულებების ბენეფიციარი მოსწავლეების დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახებში, ან განთავსება ალტერნატიულ ოჯახურ გარემოსთან მიახლოვებულ სერვისებში (საოჯახო ტიპის სახლები) და აქცენტი აღებულია გაძლიერებული სწავლების დანერგვაზე, შესაბამისად მიზანშეწონილია გარდამავალ ეტაპზე შეჩერდეს პანსიონებში მოსწავლეთა მიღება. საჯარო სკოლები, რომლებიც ახორციელებენ საპანსიონო მომსახურებას, ბავშვების საცხოვრებელი მატერიალური ბაზის კეთილმოწყობის აუცილებლობა და სასწავლო გარემოს სტანდარტებთან მისადაგება; ხარისხიანი ზოგადი განათლების მიღების უზრუნველყოფა; ყველა მოსწავლეს, მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, უფლება აქვს მიიღოს ხარისხიანი განათლება კომფორტულ და ესთეტიურ პირობებში, რაც მოსწავლეს მისცემს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების რეალიზაციის საშუალებას. მათემატიკის გაძლიერებული, ინტენსიური შესწავლა თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული მეთოდებით. ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობის გამო სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად შესაბამისი პირობების შექმნა. 7.6. ზოგადი და პროფესიული განათლება განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლის ხარისხის ამაღლება და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრა და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სწავლისა და სწავლების მოტივაციის ამაღლება. ჩატარდება ტრენინგ-მოდულები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებზე. 7.6.1. ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებისათვის კონკურსის წესით შეირჩევა და დასაქმდება არაუმეტეს 30 მასწავლებელი. განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისათვის პლანშეტური კომპიუტერების გადაცემა. წარმატებული მასწავლებლების წახალისება. 7.6.2. კონკურსები და ოლიმპიადები განათლების ხარისხის ამაღლება. მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის გაზრდა. 7.7. უწყვეტი განათლება 8.7. სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
თავი VI
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება
|
მუხლი 13.
საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 414 221.9 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 14.
საწევროები საერთაშორისო ორგანიზაციებში |
განისაზღვროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევროები 31.0 ათასი ლარის ოდენობით, საწევროების გადახდა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მეშვეობით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 15.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფონდები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 5200.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 4499.4 ათასი ლარის ოდენობით, მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16.
სესხების მომსახურება და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურების და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნების საბიუჯეტო ასიგნება 4542.5 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 17.
უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსება |
განისაზღვროს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯები 86.3 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 18.
გრანტები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება 131086.7 ათასი ლარის ოდენობით. თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან ანგარიშსწორებას, მათზე გადასაცემი გრანტის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
2. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გამოყოფილი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 19.
სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება |
განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 3229.3 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 21 ივნისის კანონი №37-რს - ვებგვერდი, 23.06.2021წ. |
მუხლი 20. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ფინანსური უზრუნველყოფა |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები 48.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების გაცემის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტით. |
მუხლი 21.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის პროგრამის „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი – 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში 2020 წელს გაცემული ვაუჩერები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2020 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით სამინისტროს პროგრამის – „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი – 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ასიგნებებიდან. სტიქიით დაზარალებული ოჯახების (ეკომიგრანტების) უსაფრთხო გარემოში შეუფერხებელი გადაყვანის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის პროგრამის „ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) ფარგლებში, 2020 წელს საექსპერტო დასკვნებით მოწოდებული საცხოვრებელ ფართების შესყიდვა განხორციელდეს, ამ კანონით სამინისტროს – „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) – პროგრამის 2021 წლის ასიგნებებიდან, 2021 წლის დასაწყისიდან არა უმეტეს 45 სამუშაო დღის განმავლობაში. |
მუხლი 22.
ფულადი ჯილდოები, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარებები |
2021 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოს, დანამატისა და სხვა ანაზღაურების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 23.
დავალიანებების დაფარვა |
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2021 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
|
მუხლი 24.
ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და ქვეპროგრამები |
1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები თანახმად დანართისა. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ცვლილებები, ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 25.
ასიგნებების გადანაწილება |
ნება დაერთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 92-ე მუხლის და „საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 331 მუხლის შესაბამისად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 9 ივნისის №10 დადგენილების საფუძველზე განახორციელოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
|
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 26.
კანონის ამოქმედება |
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge 190040000.30.056.016081, 17/12/2019) |
ბათუმი, 17 დეკემბერი 2020 წ. N14-Iს
|
დოკუმენტის კომენტარები