დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა“ (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წესი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 32 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.139.016386 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/12/2020 - 29/01/2021)
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ბორჯმის მუნიციპალტიეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა“ (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამა „ახალგაზრდობის ხელშეწყობა“-ის (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრების გაცემის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „მაღალი მოსწრების სტუდენტების წახალისება“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და საჩუქრის (ფულადი ჯილდო) გაცემის წესი’’ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე საჩუქრის (ფულადი ჯილდო) გაცემის პირობებსა და წესს.
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების (ბაკალავრი) წახალისება ფულადი საჩუქრების გაცემის გზით. 3. დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (კულტურის, ხელოვნების, ერუდიციის, განათლების და სპორტის სფეროში წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, მაღალი მოსწრების სტუდენტების (ბაკალავრი) წახალისება) ფარგლებში. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უნივერსიტეტი – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს. კერძოდ: უნივერსიტეტები: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბ) სასწავლო უნივერსიტეტი: საქართველოს ტერიტორიაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა), კედძოდ: სასწავლო უნივერსიტეტები: სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გ) სტუდენტი – უნივერსიტეტის /სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; დ) წარმატებული სტუდენტი – ბაკალავრის სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი); ე) სტიპენდიანტი – წარმატებული სტუდენტი, რომელზეც გაიცემა სტიპენდია ვ) სტიპენდია – სტიპენდიანტის ერთჯერადი დაფინანსება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან ზ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით. |
მუხლი 3.
ფულადი საჩუქრის (ჯილდოს) გაცემის ადმინისტრირება |
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახური (შემდგომში – სამსახური), სტუდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად. |
მუხლი 4.
წარმატებული სტუდენტებისათვის გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები |
1. ფულადი საჩუქარი შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ყველა კრიტერიუმს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 ქულა; ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი; 2. ფულადი საჩუქრის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლები 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ. დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; (საგამოცდო ფურცელი) ე) საბანკო რეკვიზიტები; 3. ფულადი საჩუქარი (ჯილდო) ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს 4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი |
მუხლი 5.
ფულადი საჩუქრის (ჯილდოს) გაცემა |
1. ფულადი საჩუქარი გაიცემა განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.
2. წარმატებულ სტუდენტს ფულადი საჩუქარი გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე. |
მუხლი 6.
კონტროლის განხორციელება |
ამ წესის შესრულების კონტროლი ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ, წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით. |
დოკუმენტის კომენტარები