2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 661
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.017155
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
661
25/11/2020
ვებგვერდი, 26/11/2020
010240030.22.027.017155
2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/11/2020 - 01/12/2021)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №661

2020 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) რაოდენობა და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:     

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები − რაოდენობა 20 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ − რაოდენობა 4 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ − რაოდენობა 1 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 20 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ − რაოდენობა 70 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ეროვნული არქივი“ − რაოდენობა 10 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აღსრულების ეროვნული ბიურო“ − რაოდენობა 60 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ციფრული მმართველობის სააგენტო“ − რაოდენობა 15 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 500 ლარი;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „იუსტიციის სახლი“ − რაოდენობა 150 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 26 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ნ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი − რაოდენობა 20 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი.

 

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებად სტაჟიორად დანიშნული სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პროექტ „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით. 

 

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „2017 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 ნოემბრის №202 ბრძანება;

ბ) „2018 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 4 დეკემბრის №264 ბრძანება;

გ) „2019 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 19 იანვრის №375 ბრძანება;

დ) „2020 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 7 თებერვლის №498 ბრძანება.

 

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა ლორთქიფანიძე