2022 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

2022 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 794
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.017285
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
794
01/12/2021
ვებგვერდი, 01/12/2021
010240030.22.027.017285
2022 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/12/2021 - 01/12/2022)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №794

2021 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2022 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2022 წლისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) რაოდენობა და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: 

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები − რაოდენობა 15 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „იუსტიციის სახლი“ − რაოდენობა 120 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ციფრული მმართველობის სააგენტო“ − რაოდენობა 5 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 500 ლარი;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ეროვნული არქივი“ − რაოდენობა 10 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ − რაოდენობა 4 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ − რაოდენობა 1 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აღსრულების ეროვნული ბიურო“ − რაოდენობა 60 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ − რაოდენობა 1 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ − რაოდენობა 70 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 26 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;

მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი − რაოდენობა 15 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი.

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №661 ბრძანება.

 

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე