„ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკების გაცემის შესახებ“

„ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკების გაცემის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 29/12/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73(80), 31/12/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2002
სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.008
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
262
29/12/1999
სსმ, 73(80), 31/12/1999
090.012.004.008
„ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკების გაცემის შესახებ“
ფინანსთა სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/1999 - 25/03/2004)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №262

1999 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი  სასმელების აქციზური მარკების გაცემის შესახებ

ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების მიერ წარმოებული ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და ამ რეგიონიდან საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების მობილიზების მიზნით, ვბრძანებ:

1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურს (ლევან ქოჩქიანი) მოახდინოს ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკების გაცემა დადგენილი წესისამებრ.

2. დადგინდეს, რომ აღნიშნულ რეგიონში ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების და ლუდის წარმოების მოცულობიდან გამომდინარე აქციზური მარკების გაცემა იწარმოებს გარკვეული რეჟიმით და მისი კვოტა განისაზღვრება ყოველთვიურად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები ცენტრალურ ბიუჯეტში აქციზს გადაიხდიან საქართველოს ეროვნულ ბანკში სპეციალურად გახსნილ შემდეგ ანგარიშებზე:

ა) ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლიანი სასმელებისათვის 074103304;

ბ) ადგილობრივი წარმოების ლუდისათვის 077103204.

აღნიშნული მეწარმე სუბიექტები გადახდის დამადასტურებელ ქვითარს წარუდგენენ აქციზური მარკების სამსახურს დადგენილი წესისამებრ.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 6 დეკემბრის №254 ბრძანება „ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკების გაცემის შესაბებ“.

დავით ონოფრიშვილი.