დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 02/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.010.000.11.117.006.427 |
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.006.427
საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო ბრძანება №187
2004 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შემდეგი ბრძანებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 8 აგვისტოს №192 ბრძანება „აქციზური მარკების შემოღებამდე თამბაქოს ნაწარმის შემოტანის დროებითი წესის გაგრძელების შესახებ”;
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 2 ივნისის №139 ბრძანება „აქციზური მარკების ბეჭდვასა და მიწოდების თაობაზე ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის შესახებ”;
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 16 მარტის №68 ბრძანება „ნავთობპროდუქტების დაბეგვრის შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ”;
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 10 აპრილის №93 ბრძანება „გრანტებით შემოტანილი ნავთობპროდუქტების საბაჟო გაფორმების შესახებ”;
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის 1999 წლის 25 თებერვლის №52/41 ერთობლივი ბრძანება „აქციზური მარკების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოებზე გადაცემის თაობაზე”;
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 მარტის №58/42 ერთობლივი ბრძანება „დროებითი აქციზური მარკების დამზადების, გაცემისა და აქციზური საქონლის ნაშთების ნიშანდების წესის თაობაზე”;
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 19 აპრილის №87 ბრძანება „დროებითი აქციზური მარკების განადგურების შესახებ”;
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 30 აპრილის №99 ბრძანება „იმპორტული დაბალი ხარისხის თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების რეალიზაციის (გაცემის) შესახებ”;
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 27 მაისის №130 ბრძანება „შპს „სთრაიქის“ სახელზე გაცემული აქციზური მარკების შპს „ტაო+”-ზე გადაფორმების შესახებ”;
10. საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის 1999 წლის 28 სექტემბრის №233 ბრძანება „ლუდზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ”;
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის 1999 წლის 12 ნოემბრის №243/272 ერთობლივი ბრძანება „საბითუმო საცალო ქსელის საწარმოებში მარკირებას დაქვემდებარებული ლუდის ნაშთებზე აქციზური მარკების გაცემისა და მარკირების შესახებ”;
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 16 ნოემბრის №245 ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბითუმო საცალო ქსელის საწარმოებში მარკირებას დაქვემდებარებული ლუდის ნაშთებზე აქციზური მარკების გაცემისა და მარკირების შესახებ”;
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 27 დეკემბრის №259 ბრძანება „ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების რეალიზაციის (გაცემის) შესახებ”;
14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 29 დეკემბრის №262 ბრძანება „ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკების გაცემის შესახებ”;
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 4 იანვრის №1 ბრძანება „ლუდისათვის განკუთვნილი უნომრო აქციზური მარკების გამოუყენებლად ცნობისა და განადგურების შესახებ”;
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 1 თებერვლის №12 ბრძანება „ადგილობრივი ალკოჰოლური ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების რეალიზაციის (გაცემის) შესახებ”;
17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 11 თებერვლის №15 ბრძანება „დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული ალკოჰოლიანი სასმელებით ხელმეორედ ნიშანდების შესახებ”;
18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 27 ივნისის №193 ბრძანება „ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ”;
19. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 27 თებერვლის №92 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე”;
20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 იანვრის №39 ბრძანება „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები