უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების თაობაზე

უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 178/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 300060000.18.011.016507
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
178/04
07/10/2020
ვებგვერდი, 08/10/2020
300060000.18.011.016507
უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/10/2020 - 21/04/2023)

უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №178/04

2020 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

ა) „უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის  მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესი“;

ბ) „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხა“ (დანართი №1).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 ივნისის  №108/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს:

ა) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული, ახალი ემისიის გზით გამოსაშვები ან  ნებისმიერი სხვა ფასიანი ქაღალდის საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესსა და პირობებს;

ბ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ან ახალი ემისიის გზით გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1.    ამ წესის მიზნებისათვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაცია  (შემდგომშიგანვითარების ორგანიზაცია) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით გათვალისწინებული განვითარებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილოებით შექმნილი პირი, რომლის მიზანს წარმოადგენს განვითარების პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა;

ბ) ინფორმაციის გასაჯაროება (გამოქვეყნება) – ინფორმაციის გამოქვეყნება ემიტენტის, საფონდო ბირჟის, ან საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომ – ეროვნული ბანკი) ვებგვერდის, სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ან სხვა ისეთი საშუალებების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.

მუხლი 3. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების პირობები

1.    პირი, რომელიც აპირებს,  საქართველოში განახორციელოს იმ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია  უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟებიდან ერთ-ერთზე მაინც, არ საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებას.

2.    პირი, რომლის გამოშვებული  ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე მაინც და რომელიც აპირებს სხვა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელებას საქართველოში, საჯარო შეთავაზებას განახორციელებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და  „ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის“ დაცვით მომზადებული და  ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტის მეშვეობით.

3.    პირი, რომელიც აპირებს საქართველოში განახორციელოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან/და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება, არ საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებას.

4.    იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირს სურს საჯარო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, ის აცნობებს ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და ფასიან ქაღალდებს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 4. უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და განვითარების ორგანიზაციის მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების პროცედურა საქართველოში

1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, საჯარო შეთავაზების განმახორციელებელმა პირმა, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა, ასევე განვითარების ორგანიზაციამ საჯარო შეთავაზების განხორციელებამდე არაუგვიანეს 3 დღისა ეროვნულ ბანკს წერილობით უნდა აცნობოს მის მიერ განსახორციელებელი შეთავაზების შესახებ.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი საჯარო შეთავაზების განხორციელებამდე არაუგვიანეს 3 დღისა ეროვნულ ბანკს დამატებით წარუდგენს:

ა) შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ამ ფასიანი ქაღალდების დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების პროსპექტის/შეთავაზების/სალისტინგო დოკუმენტს;

დ) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების პროსპექტის/შეთავაზების/სალისტინგო დოკუმენტის ზოგადი მიმოხილვის ნაწილის თარგმანს ქართულ ენაზე.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, ეროვნულ ბანკს შეიძლება წარედგინოს და გამოქვეყნდეს ინგლისურ ენაზე.


დანართი №1

  1. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (აშშ;  New York Stock Exchange – http://www.nyse.com).
  2. ნასდაქის საფონდო ბაზარი (NASDAQ Stock Market – http://business.nasdaq.com/.com).
  3. ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი  (London Stock Exchange Group  – http://www.londonstockexchange.com).
  4. იაპონიის ბირჟების ჯგუფი (იაპონია; Japan Exchange Group – http://www.jpx.co.jp).
  5. შანჰაის საფონდო ბირჟა (ჩინეთი; Shanghai Stock Exchange – http://www.sse.com.cn).
  6. ჰონგ კონგის საფონდო ბირჟა (ჩინეთი; Hong Kong, SAR  – http://www.hkex.com.hk).
  7. ევრონექსთის ჯგუფი: ევრონექსთ პარიზი, ევრონექსთ ამსტერდამი, ევრონექსთ ბრიუსელი, ევრონექსთ ლისაბონი, ევრონექსთ ლონდონი, ევრონექსთ დუბლინი (Euronext Group (Paris, Amsterdam, Brussels, Lisbon, London, Dublin) –   https://www.euronext.com).
  8. შენჩჟენის საფონდო ბირჟა  (ჩინეთი; Shenzhen Stock Exchange – https://www.szse.cn).
  9. თი ემ იქს ჯგუფი (კანადა; TMX Group – https://www.tmx.com).
  10. დოიჩე ბორსე (გერმანია; Deutsche Borse – http://deutsche-boerse.com).
  11. ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა (ლუქსემბურგი; Luxembourg Stock Exchange – http://www.bourse.lu).
  12. ვარშავის საფონდო ბირჟა (პოლონეთი; Warsaw Stock Exchange – http://www.gpw.pl).
  13. სტამბულის საფონდო ბირჟა (თურქეთი; Istanbul Stock Exchange – http://www.ise.org).