დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 100/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017959 |
|
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1.
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“:
|
1. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საჯარო სკოლაში III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II კლასში – 40 წუთით. ორ და მეტცვლიან სკოლაში დასაშვებია III-XII კლასებში გაკვეთილის/გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვროს 40 წუთით (სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად), თუკი სკოლას მოსწავლეები ჩართული ჰყავს არაფორმალურ აქტივობებში შესაბამისი მიმართულებებით. ასევე გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს არანაკლებ 30 წუთამდე) გაკვეთილების ხანგრძლივობა.“; 2. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს 171 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 171. დისტანციური სწავლება დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას, ამ ბრძანების მე-16 მუხლის მე-4-7 პუნქტები და მე-17 მუხლში შემავალი პუნქტები დარეგულირდება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 09 სექტემბრის 95/ნ ბრძანების შესაბამისად.“; 3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 4. 21-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ზ) იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანასური და ადამიანური რესურსი IX და XI კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი: 8 გაკვეთილი – IX კლასში, 4 გაკვეთილი – XI კლასში. ასევე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განრიგი: მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ობიექტებში ექსკურსიების და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების განრიგი”; ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში.“; 5. 32-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები შეიძლება შეფასდნენ შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) მიმდინარე საშინაო დავალება; ბ) მიმდინარე საკლასო დავალება; გ) შემაჯამებელი დავალება.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები შეიძლება შეფასდნენ: ა) ვარიანტი I – მიმდინარე საკლასო დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), მიმდინარე საშინაო დავალებაში (VII-XII კლასები), შემაჯამებელ დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები); ბ) ვარიანტი II – შემაჯამებელ დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), მიმდინარე საკლასო და საშინაო დავალებებში სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე შესაძლებელია, სკოლამ შემაჯამებელი დავალებების ქულებთან ერთად დაწეროს მიმდინარე საკლასო და/ან საშინაო დავალებების ქულები, თუმცა, არ იანგარიშოს სემესტრული ქულის გამოთვლისას. ვარიანტი II-ის არჩევის შემთხვევაში, სკოლამ სამინისტროში უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, ასევე სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების ტიპობრივი დახასიათება და ჯამური მინიმალური რაოდენობა.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.“; 6. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;“; 7. 56-ე მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო საფეხურისთვის
“; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. საათობრივი ბადე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო საფეხურისთვის
შენიშვნა: არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ჯამური საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 35 საათს.“;
გ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საბაზო საფეხური
“; დ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) VII კლასი
შენიშვნა: კონკრეტულ საგანში შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა ემთხვევა წლის მანძილზე სასწავლი თემების რაოდენობას.
ბ.ბ) VIII კლასი
შენიშვნა: კონკრეტულ საგანში შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა ემთხვევა წლის მანძილზე სასწავლი თემების რაოდენობას. ბ.გ) IX კლასი
შენიშვნა: კონკრეტულ საგანში შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა ემთხვევა წლის მანძილზე სასწავლი თემების რაოდენობას.“; 8. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად; 9. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად; 10. 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად; 11. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს აბ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად; 12. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად; 13. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად; 14. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №7-ის შესაბამისად; 15. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად; 16. 76-ე მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი ამ ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად; 17. 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №10-ის შესაბამისად; 18. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №11-ის შესაბამისად; 19. თავი XXIX ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №12-ის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებისა;
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის: ა) ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის 21 პუნქტი ამოქმედდეს VIII კლასისთვის - 2020 წლის 15 სექტემბრიდან, IX კლასისთვის - 2021 წლის 15 სექტემბრიდან; ბ) ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის 31 პუნქტი ამოქმედდეს VII კლასისთვის - 2020 წლის 15 სექტემბრიდან, VIII კლასისთვის - 2021 წლის 15 სექტემბრიდან, IX კლასისთვის - 2022 წლის 15 სექტემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები