დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 05/10/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52(59), 15/10/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.013.003.888 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/1999 - 18/01/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.888
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება №42
1999 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი (თან ერთვის).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი
მუხლი 1
„საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი" მომზადებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალის სიდიდე და შემადგენლობა.
მუხლი 2
საპენსიო სქემის დამფუძნებელი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს (მათ შორის ფულადი ფორმით) წინამდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვით.
მუხლი 3
საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანია და/ან სადაზღვევო კომპანია, რომელიც ახორციელებს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევას, უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 1 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის არანაკლებ 80%-ის ფულადი ფორმით.
მუხლი 4
საპენსიო სქემის დამფუძნებელი კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მიმართ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ოდენობისა და მისი მატების წესის შესაბამისად.
მუხლი 5
საპენსიო სქემის დამფუძნებელი ნებსმიერი სხვა იურიდიული პირი უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 2 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის არანაკლებ 80%-ის ფულადი ფორმით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები