“საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე:

  • Word
“საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე:
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 21/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 151, 28/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.007.958
  • Word
24
21/12/2005
სსმ, 151, 28/12/2005
290.160.000.24.016.007.958
“საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე:
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.007.958

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება №24

2005 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საპენსიო სქემის დამფუძნებლის   საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის  1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

I. „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში (სსმ III, №52(59), 1999 წ., მუხლი 886) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანია, წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და შემდგომ, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 1 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის, 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალურობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიე-ბელმა სადაზღვევო კომპანიამ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უნდა წა-რუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტა-ლის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგინოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

2. მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

საპენსიო სქემის დამფუძნებელი, ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და შემდგომ, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპ-ზე უნდა ფლობდეს შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 2 000 000 ლარის ოდენობით, მათ შო-რის, 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიებელმა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედ-ველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგი-ნოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე