„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7133-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.020179
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7133-Iს
16/09/2020
ვებგვერდი, 21/09/2020
040090000.05.001.020179
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/05/2021 - 22/12/2022)

 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს (მათი ოდენობა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში აისახება), საბჭოს შემადგენლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, შედიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო წარმომადგენელი და აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეობს საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით ირჩევს საბჭო. საბჭოს ერთი წევრი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.

2. 234 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული  სააგენტოს (შემდგომ – კონკურენციის სააგენტო) აღმასრულებელი დირექტორის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“.

3. 235 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს საბჭო. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს საბჭო. საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2021 წლის 28 მაისის კანონი №526 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2020 წ.

N7133-Iს