თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების თუზის, კაკაბოურის, თავასის, ვარდიგორისა და ჯგილათის ადმინისტრაციულ საზღვრების დადგენისა და მათ საზღვრებში მოქცეული გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) სახელდების შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების თუზის, კაკაბოურის, თავასის, ვარდიგორისა და ჯგილათის ადმინისტრაციულ საზღვრების დადგენისა და მათ საზღვრებში მოქცეული გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46 26
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016002
46 26
10/08/2020
ვებგვერდი, 20/08/2020
000000000.00.126.016002
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების თუზის, კაკაბოურის, თავასის, ვარდიგორისა და ჯგილათის ადმინისტრაციულ საზღვრების დადგენისა და მათ საზღვრებში მოქცეული გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) სახელდების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №46 26

 

2020 წლის 10 აგვისტო

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების თუზის კაკაბოურის, თავასის, ვარდიგორისა და ჯგილათის ადმინისტრაციულ საზღვრების დადგენისა და მათ საზღვრებში მოქცეული გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) სახელდების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 22 ივნისის №22 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. დადგინდეს (დაზუსტდეს) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების (დასახლებებისა) სოფელი ჯგილათის, სოფელი კაკაბოურის, სოფელი თავასის, სოფელი თუზის, სოფელი ვარდიგორის ადმინისტრაციული საზღვრები დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4 და დანართი №5-ის მიხედვით. მუხლი 2. მიენიჭოს სახელი (სისტემური ნუმერაციის გამოყენებით) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ:

ა) სოფელ ჯგილათის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) დანართი №6-ის და დანართი №6(ა)-ს მიხედვით.

ბ) სოფელ კაკაბოურის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) დანართი №7-ის და დანართი №7(ა)-ს მიხედვით.

გ) სოფელ თავასის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) დანართი №8-ის და დანართი №8(ა)-ს მიხედვით.

დ) სოფელ თუზის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) დანართი №9-ის და დანართი №9(ა)-ს მიხედვით.

ე) სოფელ ვარდიგორის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) დანართი №10-ის და დანართი №10(ა)-ს მიხედვით.

მუხლი 2. განკარგულება გაეგზავნოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 5. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 

ნანა ჯანელიძე

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე