საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017027
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
97
16/07/2020
ვებგვერდი, 16/07/2020
040030000.22.034.017027
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/07/2020 - 10/12/2020)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №97

2020 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) ემბლემის თანდართული ნიმუშები.
მუხლი 2
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წითელ ფონზე თეთრი სიმბოლოებით ან პირიქით (პლანშეტი №1), ასევე, ლურჯ ფონზე თეთრი სიმბოლოებით ან პირიქით.

2. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ რიცხვით − „112“ ან რიცხვით − „112“ და დასახელებით: „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი“ (პლანშეტი №2).

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემის ფერების კოდებია:

ა) წითელი ფერი − №FF000D;

ბ) თეთრი ფერი − №FFFFFF;

გ) ლურჯი ფერი − №045F6C.

4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემაზე გამოიყენება შემდეგი სახის შრიფტები:

ა) ASGRAMMATIKAGEOMTAVRULI1;

ბ) HELVETICA NEUE LTGEO REGULAR;

გ) LGV BEBAS NEUE REGULAR.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური