„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016489
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
30/06/2020
ვებგვერდი, 02/07/2020
010250020.35.132.016489
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/07/2020 - 16/10/2020)

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2020 წლის 30 ივნისი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრე­ბუ­ლო :

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრე­ბუ­ლოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმ­დებ­ლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 28/02/2020, სა­რე­გისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016478).
მუხლი 2
გარე ვაჭრობის უფლების მქონე პი­რე­ბი გათავისუფლდნენ გარე ვაჭრობის უფლების საფასუ­რის გადახდის ვალდებულებისაგან (მათ შორის „თვითმმართველი ქალაქის  ბათუმის ტერიტო­რია­ზე გარე ვაჭ­რო­ბის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის  ბათუ­მის საკრე­ბუ­ლოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილების (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონ­მდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/07/2012, სარეგისტრაციო კო­დი: 010250020.35.132.016127) საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებისაგან), რომ­ლის გადახ­დის ვალ­დებულება წარმოიშვა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლე­ბის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრე­ბუ­ლოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ამოქმედების დღიდან.
მუხლი 3
დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ამ დადგენილების ძალაში შესვ­ლი­დან 2 (ორი) თვის ვადაში შეიმუშაოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებ­ლად წარმოუდგინოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალი­ტე­ტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზ­რებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგებული იქნება გარე ვაჭ­რობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნი­ცი­პალი­ტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუ­ცილე­ბელი საკითხები.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე