„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017332
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
141
24/06/2020
ვებგვერდი, 25/06/2020
230210000.22.033.017332
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/06/2020 - 27/08/2020)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №141

2020 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი და №2-II-01 – №2-II-03 დანართები ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემოწმების ცალკეული ეტაპის ან შემოწმების ეტაპების გავლის შემდეგ, დეკლარირებული მონაცემების შესაძლო უარყოფის შემთხვევაში, დეკლარანტს ეგზავნება შეტყობინება „დეკლარირებული მონაცემების შესაძლო უარყოფისა და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე“ (დანართი №2-II-02) და მას ეძლევა შესაბამისი დრო, რათა გამოთქვას საკუთარი აზრი, წარადგინოს შესაბამისი არგუმენტები და მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.“;

ბ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი არ ეთანხმება დეკლარირებულ მონაცემებს, დეკლარაციის შემოწმების ბოლოს ავსებს „დეკლარაციის შემოწმების აქტს“ (დანართი №2-II-03), სადაც მიეთითება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე გადაწყვეტილება.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა,  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი