დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080060.35.152.016401 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/06/2020 - 30/05/2023)
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 2401 მუხლების, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-15 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული “მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად; ბ)ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი, დანართი №2-ის შესაბამისად; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №3-ის შესაბამისად; დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი, დანართი №4-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 მაისის №54 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 020.080.060.35.152.004.212).
|
| მუხლი 3 |
ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმი № ------------------------------------------------- (ოქმის შედგენის ადგილი ) ------------- ----------------------------- 20__ წ . (ოქმის შედგენის თარიღი და დრო )
_______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ (ოქმის შემდგენლის თანამდებობა , სახელი , მამის სახელი და გვარი ) მონაცემები დამრღვევის შესახებ : ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, მისამართი)
ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ : ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ (ადგილი , დრო , არსი ) ______________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (დარღვეული ნორმატიული აქტი , მუხლი , ნაწილი , პუნქტი , ქვეპუნქტი )
მოწმე (ები ) (არსებობის შემთხვევაში ):
2. ___________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (სახელი , გვარი , მამის სახელი , საცხოვრებელი ადგილის მისამართი , პირადი ნომერი , ხელმოწერა )
დაზარალებულ (ებ )ი (არსებობის შემთხვევაში ): 1. ___________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ 2. ___________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (სახელი , გვარი , მამის სახელი , საცხოვრებელი ადგილის მისამართი , პირადი ნომერი , ხელმოწერა )
დამრღვევის ახსნა -განმარტება : ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________
საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო : _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ (შენიშვნის შინაარსი )
სამართალდამრღვევი : ______________________________________________ ________________ (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა ) (თარიღი ) ოქმის შემდგენელი : ______________________________________________ _________________ (სახელი , გვარი , ხელმოწერა ) (თარიღი )
ბ . ა . დამკვეთი : დამამზადებელი : სფს -ს რეგისტრაციის №
. |
დანართი
№2
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.
|
მუხლი 2.
ოქმის მომარაგება, გაცემა და დაბრუნება |
1. ოქმის შეკვეთას მუნიციპალიტეტი აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 3. ოქმების გაცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 4. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
|
მუხლი 3.
ოქმების შენახვა
|
1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. ოქმები ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან ან პირებთან.
|
მუხლი 4.
ოქმების შევსება და წარმოება
|
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები, პირადი ნომრები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. მოწმ(ებ)ისა და დაზარალებულ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირები. 5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება 3 (სამი) ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის მესამე ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო პირველი ეგზემპლარი (დედანი) იგზავნება სასამართლოში. 7. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. |
დანართი №4
|
აქტი №
ქ. დუშეთი---- ----------------- 20 წ. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ------------------------------- ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი -----------------------------
. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები