„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 020080060.35.152.016489
14
30/05/2023
ვებგვერდი, 31/05/2023
020080060.35.152.016489
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2023 წლის 30 მაისი

ქ. დუშეთი

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 ივნისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2020, 020080060.35.152.016401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ პუნქტი:

„ე) დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში შედგენილი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად.“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებულ დანართი №3-ს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში შედგენილი საჯარიმო ქვითარი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან.

62. პირი, ვის მიმართაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში შედგენილია საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უფლებამოსილია აღნიშნული ოქმი გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური

დანართი №5

საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია

ნაწილი I

საჯარიმო ქვითარი

  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №                                  ბ.ა.

  1. შედგენის თარიღი: ___________      

2. შესგენის ადგილი:  _____________________    

                                                       (რიცხვი, თვე, წელი)

3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: __________

__________________________________________________________________

4. დამრღვევის მონაცემები:  __________________________________________

                      ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);

_____________________________________________________________________

___________________________________________________________________

იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი:  _____________________

___________________________________________________________________

__________________________________________________________________

6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ___________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ ლარის ოდენობით.

7. ____________________________________________________________________

მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები

8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვა:

___________________________________________________________________

(ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვ. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

9. მიმღები მოლარე: ____________          _________________________________

                   (ხელმოწერა და თარიღი)     (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

მოწმის ხელმოწერა: ____________ ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: _____________

სამართალდამრღვევი: ______________________________________________

(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)

ნაწილი II.

საჯარიმო ქვითრის ყუა

  №

  (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)

1.______________________

(გადამხდელის სახელი და გვარი)

2. ______________________

(გადამხდელის მისამართი)  

3. ____________________

(ჯარიმის ოდენობა)

4._____________________

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)

5.______________________ 

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)  

6. _________________________

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

7. მიმღები მოლარე: _________

                     (ხელმოწერა)

8.შემომტანი:

__________________

    (ხელმოწერა)  

                               ბ.ა.

 თარიღი: __________________

            (რიცხვი, თვე და წელი)

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

 საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 დამკვეთი:                                                                                                                               დამამზადებელი:

მისამართი:                                                                                                                       სემგს-ს რეგისტრაციის №