,,ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016302
05
29/05/2020
ვებგვერდი, 02/06/2020
010250050.35.131.016302
,,ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2020 წლის 29 მაისი

ქ. ქობულეთი

,,ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის,  საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის,  საქართველოს ორგანული  კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, მე-20 მუხლის  მე-4  პუნქტის, ასევე  „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N261 დადგენილებების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა  და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2019 წლის 29 ნოემბრის N11 დადგენილებაში  (სსმ 02.12.2019 წ. სარეგისტრაციო კოდი 010250050/35/131.016293) შეტანილ იქნას ცვლილებები და ქალაქ ქობულეთის  ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - ტექსტური ნაწილი ჩამოყალიბდეს N1 დანართის შესაბამისად,  ქალაქ ქობულეთის  ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია -  ქალაქ ქობულეთის გენერალური გეგმა  დამტკიცდეს თანდართულ რუკასთან   ერთად N2 დანართის შესაბამისად, ქალაქ ქობულეთის  ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია -  ქალაქ  ქობულეთის განაშენიანების გეგმა  დამტკიცდეს თანდართულ რუკასთან ერთად N3 დანართის შესაბამისად
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი