დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 208 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 17/03/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 17/03/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.08.002.003 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/03/2006 - 20/06/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №208
2006 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე შავ ზღვაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სამუშაოების დაჩქარებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით:
1. შეიქმნას საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის საქართველოს სახელმწიფო კომისია.
2. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე და სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს დანართის თანახმად.
3. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე კომისიების და ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად ადგენს საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობას, საზღვრავს სახელმწიფო კომისიის წევრთა ფუნქციებს.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს სახელმწიფო კომისიის საქმიანობის კოორდინაცია, შეხვედრებისა და სამუშაო გასვლების ორგანიზება, სამუშაო ფართობით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა.
5. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მნიშვნელოვანი საკითხები სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით პერიოდულად განიხილება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე.
6. სახელმწიფო კომისიას დაევალოს:
ა) შეასრულოს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სამუშაოები, ზედამხედველობა და კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სამუშაოებს;
ბ) აწარმოოს კონსულტაციები საქართველოს სახელით რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მხარეებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციასთან, აგრეთვე შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციასთან დაკავშირებით; განსაზღვროს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის პროცედურული მოთხოვნები და ამ მოთხოვნების ფარგლებში ხელი მოაწეროს შეხვედრის ოქმებსა და სხვა დოკუმენტებს;
გ) მოამზადოს სათანადო ხელშეკრულებების პროექტები რუსეთის ფედერაციასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის შესახებ;
დ) პრინციპული საკითხები წინასწარ შეათანხმოს და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში პერიოდულად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საჭიროების შემთხვევაში, მოხსენებით წარდგეს საქართველოს პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და დაინტერესებული უწყებების წინაშე.
7. სახელმწიფო კომისიას ნება დაერთოს:
ა) მიმართოს თავისი სახელით საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, რაიონების/ქალაქების ადმინისტრაციებს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციასთან, აგრეთვე შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების, დახმარების აღმოჩენის, კონკრეტული საკითხის განხილვისა და პოზიციის დაფიქსირების, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესზე უარყოფითი გავლენის მქონე საქმიანობის შეწყვეტის, კორექტირების, ნაკლოვანებათა გამოსწორებისა და აღმოფხვრის შესახებ;
ბ) მოსთხოვოს შესაბამის უფლებამოსილ სამინისტროებსა და უწყებებს საჭიროების შემთხვევაში თავიანთი წარმომადგენლების მიმაგრება და მივლინება კომისიებისა და ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე კონკრეტული სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების შესასრულებლად;
გ) მოსთხოვოს რაიონებისა და ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, მმართველობის ორგანოებს კომისიებისა და ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროების შემთხვევაში თავიანთი წარმომადგენლის მიმაგრება და მივლინება, აგრეთვე კონკრეტული სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების შესრულება, თუ აღნიშნული სამუშაოების დაფინანსება გათვალისწინებულია შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტით;
დ) მოსთხოვოს უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციასთან, აგრეთვე შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციასთან დაკავშირებით აზომვითი, რუკათწარმოებითი, სხვა საჭირო სამუშაოების შესრულება და ამ სამუშაოებისათვის მასალის შეძენა;
ე) საჭიროების მიხედვით გააკეთოს განცხადებები მასმედიის საშუალებებისათვის.
8. საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინონ სახელმწიფო კომისიას და მისი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყონ ბრძანებულების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების მოგვარება.
9. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე შავ ზღვაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დადგენის სამუშაოების დაფინანსება უზრუნველყონ შესაბამისმა უფლებამოსილმა სამინისტროებმა და უწყებებმა მათთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
10. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს (ნ. ბურჯანაძე) გამოყოს თავისი წარმომადგენელი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
11. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 17 დეკემბრის №926 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შექმნის შესახებ“;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 2 ნოემბრის №777 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;
გ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 დეკემბრის №912 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“;
დ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 დეკემბრის №913 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“;
ე) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 თებერვლის №69 ბრძანებულება ,,საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 17 დეკემბრის №926 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 თებერვლის №71 ბრძანებულება ,,საქართველოს რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 დეკემბრის №913 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აპრილის №158 ბრძანებულება ,,საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 2 ნოემბრის №777 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“;
თ) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 სექტემბრის №429 ბრძანებულება ,,საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 დეკემბრის №912 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ“;
ი) საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 ნოემბრის №542 ბრძანებულება ,,მ. მიქელაძის შესახებ“.
მ. სააკაშვილი
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის საქართველოს სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა
გიორგი მანჯგალაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ დათუნაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი
ნატალია ილიჩოვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი ოფიცერი
ვალერიან იმნაიშვილი – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი
ირაკლი ლეჟავა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი
ივერი მელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის რეფერენტი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი
ზურაბ ტატიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი
რუსუდან ტუშური – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
ლევან წურწუმია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის მდივანი
ლევან ჯღარკავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი.
დოკუმენტის კომენტარები