„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.022563
11
15/01/2021
ვებგვერდი, 15/01/2021
390050010.10.003.022563
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2021 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №288 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/05/2020, 390050010.10.003.022000) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიეცეთ უფლება, მათ ანგარიშზე 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული და 2020-2021 წლებში მიღებული, „ტყითსარგებლობის წესის“ 277 მუხლით განსაზღვრული საკომპენსაციო საფასურის ფარგლებში გადახდილი თანხები 2020-2021 წლების განმავლობაში გამოიყენონ საკუთარი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისთვის გასაწევი გადასახდელების დაფინანსებისათვის.

მუხლი 3. ამ დადგენილების მე-2 მუხლი მოქმედებს 2022 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია