დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისათვის – ხელოვნების სასახლისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის სახელწოდების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 224 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.021936 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/04/2020 - 23/02/2026)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისათვის – ხელოვნების სასახლისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის სახელწოდების მინიჭების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ3“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს – ხელოვნების სასახლეს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი მიჩნეულ იქნეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის – ხელოვნების სასახლის, აგრეთვე „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის – ხელოვნების სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №109/ნ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები