დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 211 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 120160030.10.003.021923 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 მუხლები: „მუხლი 12. დამტკიცდეს თანდართული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დანართ №2-ის შესაბამისად. მუხლი 13. ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ დადგენილებით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში, დამტკიცდეს ამ დადგენილების №3 დანართის შესაბამისად.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-7 მუხლში: ა) პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები: „ტ) ნავთობის და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა; უ) ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).“. 3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის №2 და №3 დანართები. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები