დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 14, 08/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.32.040.000058 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/07/2005 - 21/03/2014)
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №33
2005 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. აფხაზეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის გეოლოგიის განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტო“.
2. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (კ. კუჭუხიძე):
ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ (მ. ახალაია).
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ი. ალასანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები