„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 05/03/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2021
ძალაში შესვლის თარიღი 22/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 360160000.32.061.016337
14
05/03/2021
ვებგვერდი, 09/03/2021
360160000.32.061.016337
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №14

2021 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“  აფხაზეთის მთავრობის   2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №14, 08.07.2005 წ., მუხ.60) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის გეოლოგიის განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე